როგორც "ნიუპოსტს" უწყებიდან აცნობეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე.
"იტალია პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია იტალიის რესპუბლიკაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე იტალიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, რომელიც ადგილზე ამოწმებს აღნიშნულ ინფორმაციას. ასევე აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე საქმის კურსში იქნა ჩაყენებული საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩო"- აცხადებენ უწყებაში.
რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ინფორმაციით იტალიაში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობამ მუშაობა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით ოფიციალურად წარმომადგენლობის გახსნა 2 აპრილს არის დაგეგმილი. წარმომადგენლობას კი მაურო მურდჟბა უხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები






