"პრეზიდენტის კრიტიკას ვიზიარებ, კარასინის მუქარისთვის აბაშიძეს ადეკვატურად უნდა ეპასუხა"- ჩიტაძე
პოლიტიკა - 12:57, 21 Mar, 2016     1300
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმოადგენლის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.

როგორც "ნიუპოსტს" თემის კომენტირებისას ჩიტაძემ განუცხადა, აბაშიძე ვალდებული იყო მკაფიო განცხადებით ეპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მუქარისთვის.

"პრეზიდენტის განცხადებას ვიზიარებ, რომელიც ელოდებოდა მკაფიო განცხადებას ბატონი აბაშიძისგან, როდესაც კარასინი ღიად იმუქრება, აცხადებს რომ რუსეთის მოთმინებას აქვს საზღვარი და აქცენტს მოსალოდნელ არჩევნებზე აკეთებს მას უნდა გასცემოდა ადეკვატური პასუხი. მით უფრო რომ ამ მოვლენების კვალდაკვალ სოფელ ჯარიაშენში რუსეთმა გზის გაყვანა დაიწყო და კარასინი იმ კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა, რომელმაც საზღვრები უნდა დაადგინოს"- აღნიშნა ჩიტაძემ.

მისი თქმით, ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ „თუ ჭკვიანურად მოვიქცევით არაფერი დაგვემუქრება“ სრულიად უსუსური პოზიცია იყო.

"როცა საქართველოს ტერიტორიების 20 % რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უხეშად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში და აკეთებს განცხადებას ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, გვაკრიტიკებს და იმუქრება ქართულ მხარეს აქვს უფლება დაგმოს ეს განცხადებები, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ დააფიქსიროს ფაქტი, რომ ქვეყანა ოკუპირებულია. მე არ ვგულისხმობ უხეშობას ეს უნდა გაკეთებულიყო მკაფიო დიპლომატიური განცხადებით"- განუცხადა "ნიუპოსტს" ჩიტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42