ოკუპორებული აფხაზეთის მიერ პირველი აპრილიდან ე.წ. სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხს ქართული დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გააპროტესტებს. მოლაპარაკებები ხვალ დაიწყება.
როგორც ცნობილია, მომავალი თვიდან ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ სავიზო რეჟიმს იმ ქვეყნების მოქალაქეებს დაუწესებს, რომლებიც ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ.
მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება სოფელ ჯარიაშენში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გზის გაყვანის სამუშაოები. ქართული დელეგაციის ნაწილი შვეიცარიაში დღეს გამთენიისას უკვე გაემგზავრა.
„განსახილველ საკითხებს შორის იქნება ის ახალი, ე.წ. რეგულაციები, რომლებიც დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლის გამოც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, გალის ქართველი მოსახლეობის უფლებებთან დაკავშირებით. წამოჭრილი იქნება ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ჯარიაშენში, სადაც არალეგალურად და უკანონოდ გაჰყავთ საოკუპაციო ძალებს გზა. მეორე მხრიდან არ გვაქვს რაიმე ტიპის თანამშრომლობა, ამიტომ, ეს იქნება პროტესტიც და ეს იქნება ბრძოლა იმ ადამიანთა უფლებებისათვის, რომლებსაც იქ სახნავ-სათესი მიწები აქვთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






