ევრონესტის კომიტეტების მუშაობის მიმართულებების მიხედვით, პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევითა და სამდივნოების მნიშვნელოვანი მონაწილეობით მომზადდა რეზოლუციის შემდეგი პროექტები:ბოლონიის პროცესის ფარგლებში პროფესიული კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილებისა და უნივესიტეტების დიპლომების ორმხივი აღიარების შესახებ; აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური და გარე საფრთხეების მიმართულებით ერთობლივი პოზიციებისა და გამოწვევების შესახებ; არასტანდარტული გაზის შესახებ პოლიტიკის შემუშავება და მისი ზეგავლენა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგო ბაზრებზე და ევროკავშირის მრავაწლიანი ფინანსური პერსპექტივები და მათი ზეგავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობაზე.
კომიტეტების სხდომები ევროპარლამენტში 21 მარტს გაიმართება, ბიუროს და პლენარული სხდომა კი, სამშაბათს, 22 მარტს.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეხუთე პლენარული სხდომა 23 მარტს დაიხურება, რის შემდგომაც, ასამბლეის თანაპრეზიდენტები ვიქტორ დოლიძე და ჰეიდი ჰაუტალა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






