,,ამით მოხდა თავდასხმა ორ პოლიტიკურ ძალაზე ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“. ნახეთ რაზე საუბრობს ხალხი - ვინ გაუშვა ვინ გადაიღო, ვისი პასუხისმგებლობაა. პოლტიკურად გვაქვს რეალობა, რომ მმართველი კოალიცია და პარლამენტში მყოფი ძლიერი ოპოზიცია - ამ ორ დიდ პოლიტკურ ჯგუფზე მიდის ერთდროული დარტყმა. მე არ ვიცი რამდენად ხდება ამის გააზრება და არის ორივე ჯგუფიდან ბრალდებები, მაგრამ რეალურად ამის უკან დგას გეგმა, რომ ორივე პოლტიკურ ჯგუფს დაარტან და ეს ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია არჩევნების კონტექსტში. არჩევენი არა მარტო შავ-თეთრი უნდა იყოს, არამედ მრავალფეროვანი, მაფრამ რის ხარჯზე ხდება ორი ძლიერ პოლიტიკურ პარტიაზე ერთდროული თავდასხმა? ეს ხდება ძალიან ბინძური მეთოდების ხარჯზე. რას გვთავაზობს ამ ტერაქტის დამგეგმავი: პარტიები ამომრჩევლებს ესაუბრებოდნენ არა იმაზე, როგორ წავრწიოთ წინ სახელმწიფო, როგორ შემოვიტანოთ დასაქმების პროგრამა, როგორ ვიყოთ აქტიური დიალოგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ უნდა ისაუბრონ ამ პრობლემაზე“ - განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






