გიორგი ამრგველაშვილმა მისი განცხადების განმარტებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაანალიზოს რა მოხდა ამ დღეებში და რა მიზანს ისახავდა ამ ტიპის შანტაჟი.
,,ის, რაც განვაცხდე, არა მარტო ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის და პირადად ჩემი მოწდებაა, ეს არის ისტორიული ჭეშმარიტება, საქართველოში არასდროს გაუტანიათ ადამიანის შეშინება, მაშინაც კი როცა ჩვენ ვცხოვრობდით ტოტალიტარულ სახელმწიფოში, საქართველო იყო ყველაზე თავისუფალი ადამიანებით დასახლებული სახელმწიფო. იმისთვის, რომ ყველა შევებრძოლოთ ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს, პირველ რიგში ზუსტად უნდა გავაანალიზოთ რაც მოხდა“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, მცდარია ის მოსაზრება, რომ ეს იყო დარტყმა კონკრეტულ პოლიტიკოსზე ან კონკრეტულ ადამიანებზე.
,,ეს იყო თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს იყო პოლიტიკოსების ან კონკრეტული ადამინების შანტაჟი, არასწორად აფასებს ამას. ეს იყო პირიდაპირ მცდელობა რაღაც ინფორმაციის გაზიარებისა მთელი საზოგადოებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ის ვინც ამას ვაკეთებ, ვცდილობ შეგაშინოთ თითოეული მოქალაქე - თუ ამას ვუკეთებ მაღალი თანამდებობის პირბეს, შენ რას გიზავ რიგით მოქალაქეს. ამიტომ როცა ეს პარლამენტის თავმჯდომარემ შაფასა, როგორც ტერორი, სრულად დავეთანხე, როცა პრემიერმა თქვა, რომ ეს არის ჩვენი ღირსების საქმე რომ ეს აღვკეთოთ, მე დავეთანხმე, ეს არის ტერორი ადამინების მიმართ. ჩემი განცხადება იყო მიმართული მსხვერპლების დასაცავად, რადგან თითოეული ჩენგანი გავხდით სამიზნე“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






