გიორგი აბაშიშვილმა "სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ საჯარო ლექციების რეგიონული ციკლი გახსნა
პოლიტიკა - 13:39, 20 Mar, 2016     1006
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ რეგიონული საჯარო ლექციების ციკლი გახსნა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტში, რომელიც სახელმწიფო მოწყობის საკითხებზე დისკუსიებს და საჯარო ლექციებს ითვალისწინებს, ჩართული იყვნენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები, რადგან სახელმწიფო მოწყობის საკითხები დღეს ძალიან აქტუალურია და მასზე კვალიფიციური დისკუსია აუცილებელია.

როგორც პროექტის დირექტორმა, პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა განაცხადა, ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი გაგების, აზრის ჩამოყალიბებას. „დემოკრატიული საზოგადოება მხოლოდ მაშინ შედგება, როცა მისი თითოეული წევრი მონაწილეობას იღებს სახელმწიფო მოწყობის პროცესში და ეს პროცსი არ მოიცავს მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას“ - აღნიშნა მამუკა ბერიაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას.

ლექციები 11 თვის განმავლობაში ჩატარდება და დემოკრატიის, კონსტიტუციური და სოციალური სახელმწიფოს, ადამიანთა უფლებების, აღიარების და რელიგიის ფილოსოფიის თემატიკაზე ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები: შტეფან გოზეპატი, ანდრეას არნდტი, მათიას კუმი, გეორგ ლომანი, თეო კობუში, ლუდვიგ ზიპი, მიხაელ კვანტე და მარკუს გაბრიელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42