ხელისუფლებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება
პოლიტიკა - 17:05, 19 Mar, 2016     1148
საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 23 მარტს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართება, - სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის თარიღსა და სამუშაო პროცესის ვადებზე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ასევე განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. ინტერპარტიული ჯგუფიდან სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მამუკა კაციტაძე, ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ახვლედიანი და გოჩა თევდორაძე, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობიდან, დეპუტატები - გია ჟორჟოლიანი, გიგა ბუკია, პაატა კიკნაველიძე, ნოდარ ებანოიძე და შალვა კიკნაველიძე. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩაერთვება მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, რომელიც პროცესის მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მუდმივ ინფორმირებას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები აღჭურვილნი იქნებიან გადაწყვეტილებების მიღების მანდატით და სამუშაო პროცესი, სავარაუდოდ, აპრილში დასრულდება.

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს უკვე შემუშავებული აქვთ გარკვეულ წინადადებათა პაკეტი, რომლის განხილვა სამუშაო ჯგუფის პირველსავე სხდომაზე დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42