მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, პრემიერთან შეხვედრაზე, მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის დეტალებზე, თუ რა ფორმატში გაგრძელდება საარჩევნო კოდექსზე მუშაობა.
„ინტერპარტიულმა ჯგუფმა წარმოადგინა 4 კაცის კანდიდატურა, რომელიც ამ ჯგუფში იმუშავებს, ესენი არიან გიორგი ახვლედიანი, გოჩა თევდორაძე, ბაჩუკი ქარდავა, მამუკა კაციტაძე. ჯგუფი იუსტიციის სამინისტროში მინისტრის ხელმძღვანელობით იმუშავებს. ჩვენგანაც იქნა წარდგენილი 5 კაცი, ყველა ფრაქციიდან თითო წარმომადგენელი“- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
,,შევთანხმდით თანამშრომლობის დეტალებზე, რა ფორმატში გავარგრძელებთ მუშაობას. ოთხშაბათს ორ საათზე შედგება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თეა წულუკიანის უწყებაში. ჩვენგან მიიღებს მონაწილეობას ფრაქციის წარმომადგენელი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი, დავიწყებთ და ვფუქრობთ, რომ ჩავჯდებით იმ დროში, რომელცი დღეს ერთანეთთან შევათანხმეთ, გვინდა რომ 15 აპრილამდე დავასრულოთ. გვაქვს ასეთი ხედვა, რმ ეს საკმარისი დროა“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






