,,ჩვენი მხრიდან უმთავრესია ვადები, თვეობით ჯდომას აქ არ ვაპირებთ“ - ქარდავა პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე
პოლიტიკა - 16:48, 19 Mar, 2016     1156
მთავრობის კანცელარიაში პრემიერ მინისტრმა და საარჩევნო საკითხებზე შექმნილ ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრა გამართა. არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა წარადგინეს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილ ჯგუფთან ერთად იუსტიციის სამინისტროში განარგძობს მუშაობას საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე. როგორც პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს გარკვეულ კომპრომისზე წარმოსვლას, რაც შეეხება ოპოზიციის სამუშაო ჯგუფს მასში არასაპარლამენტო ოპოზიციის 4 წარმომადგენელი შედის.

,,თუ დღებანდელ შეხვედრას გადავხედავთ, შეიძლება ითქვა, რომ მოჩვენებითად იყო ეს თუ რეალურად ასეა, ხელისუფლება ცდილობს გარკევულ კომპრომისზე წამოვიდეს. დანარჩენს შედეგების მიხედვით ვნახავთ.

ჩვენი მხრიდან იყო ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი ლიდერების დონეზე, შევთავაზეთ ხელისუფლებას 4-კაციანი ჯგუფი. ხელისუფლების მხრიდან ჯგუფს უხელმძღვანელებს თეა წულუკიანი და კოალიციაში შემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტის ხელმძღვანელი თუ ფრაქციის წარმომადგენელი. გარდა ამისა, კანცელარიის მხრიდან იქნება წარმომადგენელი ამ პროცესში ჩართული.

არასაპარლამენტო პარიების ინტერპარტიული ჯგუფის მხრინდა იყო უმთავრესი საკითხი დაყენებული ვადები და დრო, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ თვეობით აქ ჯდომას. დრო ძალიან ცოტა გვაქვს, მაქსიმუმ ეს არის აპრილის პირველი ნახევარი, 15 აპრილამდე, როცა შეიძლება რომ ჩვენ რაღაც შედეგი დავდოთ“ - აცხადებს ქარდავა.

მისივე თქმით, პირველივე შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროში, ხელისუფლების მხრიდნა მოისმენენ, რა კომპრომისზე ვერ მოდიან და რაზე შეიძლება მოხდეს კომპრომისი უმრავლესობის მხრიდან.

,,სხვა შემთხვევაში უაზრო დიალოგებში შესვლას არ ვაპირებთ, ჩვენ გვაინტერესებს, მოვისმინოთ მათი პოზიცია იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან უკვე წარდგენილია. შეგვპირდნენ, რომ რამოდენიმე წინადადების დამატების გარდა, სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ“ - განაცხადა ქარდავამ

პრემიერთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დეპუტატები ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე და გია ვოლსკი.

შეხვედრის მიზანი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობის დღის წესრიგის და რეგლამენტის დადგენა იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42