როგორც ოკუპირებული აფხაზეთის მედია წერს გამოფენაზე განსაკუთრებული მოწონება აფხაზურმა აჯიკამ დაიმსახურა. აფხაზეთის ე.წ სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის გენადი გაგულიას თქმით აფხაზეთის დელეგაციის მიმართ ინტერესი ფრანგულმა ტელევიზიებმა და პრესამაც გამოხატეს.
გამოფენაზე აფხაზეთის მონაწილეობის შესახებ წერს გაზეთი le monde და „აფხაზეთის აღმოჩენას“ იმ 6 მიზეზს შორის ასახელებს, რომლის გამოც გამოფენაზე სტუმრობა ღირს.
„ევროპის და ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთიდან მოდის სიახლეები, ისეთ ქვეყნებთან ერთად როგორიც არის მისტიური აფხაზეთი, შავი ზღვის სანაპიროდან. დასვენება ისტორიულ მემკვიდრეობის , სანაპიროს და ბუნების გარემოცვაში.“- წერს ფრანგული გამოცემა.
აღნიშნულ გამოფენაში, 120-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას, აფხაზეთის სტენდის ნომერი B 024-ია. როგორ მოხვდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებული დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია აღნშნულ ღონისძიებაზე უცნობია. ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში დე ფაქტო აფხაზეთის მონაწილეობის შესახებ საქართველოში პოსტ-ფაქტუმ იგებენ.

მასალის გამოყენების პირობები






