საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძის კანდიდატურას დღეს კენჭი უნდა უყაროს. აღნიშნულ თემაზე უმრავლესობის წევრებს ჩამოყალიბებული შეხედულება არ აქვთ, უმცირესობა კი აცხადებს, რომ ისინი დოლიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ:
„ანა დოლიძე არ გახლავთ პარტიული, მერე რა, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, თავდაცვის მინისტრი პარტიულია, თუ მინიშნებაა იმაზე, რომ ჩვენი, რესპუბლიკელების კადრია, საქართველოში იმდენი ადამიანი იყო ჩვენი პარტიის წევრი და იმათზე არაა ლაპარაკი, ეს ადამიანი კი არ ყოფილა ჩვენი პარტიის წევრი. მე არ მგონია, რომ მის ობიექტურობას რაიმე ემუქრებოდეს. ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ვფიქრობ ძალიან ღირსეული და სერიოზული კანდიდატია, დანარჩენს პარლამენტარები გადაწყვეტენ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






