"პრეზიდენტი მსხვერპლს გადაეფარა, მრისხანება თავისკენ მიმართა... მისი ქცევა იყო ზექრისტიანული"
სოც.მედია - 12:21, 18 Mar, 2016     14906
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტის მისამართით აგორებულ აგრესიის ტალღას გამოეხმაურა:

"აღარ ვფიქრობდი ამ თემასთან დაბრუნებას, მაგრამ თვალში მომხვდა ორგანიზებული შეტევა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე მისი "სექსუალური განცხადების" გამო. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის სიტყვა იყო მსოფლიო პოლიტიკის სტილისგან სრული და ლაღი გადახვევა, ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან და სკამმოყვარეობის შიშებისგან თავისუფალი, პრეზიდენტის ქცევა იყო ზექრისტიანული.
აწ უკვე მწამებლებისგან სტრატეგიულად დაგეგმილი, ადამიანის განგრძობით დროში წამების მოსალოდნელობის გათვალისწინებით, მრისხანების დიდი წილი მან თავის თავისკენ მიმართა, პრაქტიკულად ადამიანს გადაეფარა, არა გმირს, არამედ მსხვერპლს.
პრეზიდენტი, რომელსაც არ სურს იყოს ადამიანის გათელვის მომსწრე და მზადაა ყოველი მოქალაქის დასაცავად, არის იშვიათი და უდიდესი კაცთმოყვარეობის მაგალითის მიმცემი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია პოლიტიკა და ქვეყანა გახადოს ისეთი ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებული, როგორსაც ყველა ვინატრებდით.

მძიმე მარხვის დღეებია. კიდევ უკეთ გამიგებთ, ვფიქრობ."- წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, ფარულ ვიდეო კადრების კიდევ ერთხელ გავრცელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სექსუალური ცხოვრებით ადამიანის დაჟანტაჟება მიუღებელია და სექსუალურ ცხოვრებას შავბნელი სტიგმა უნდა მოშორდეს.

"სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო! მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება მომავალში. იცოდეთ, ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ უაზრო, შავბნელ სტიგმას.

ახლა იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩემი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება - თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს! თქვენი ამ შავაბნელი იდეებით, არასდროს ცხოვრობდა ქართველი. ქართველი, რომელიც იყო თავისუფალი!"- განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42