ფრანგ მილიარდერს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა. რომელიც თბილისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და EY საქართველოს მოწვევით ესტუმრა.
როგორც, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ფრანგულ ინვესტიციებს მიესალმება. მოჰედ ალტრადი დაინტერესებულია საქართველოთი, ქვეყნის კულტურითა და ისტორიით. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მოჰედ ალტრადი ქართველი სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას „ალტრად ჯგუფის“ წარმომადგენლები, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






