,,გარწმუნებთ ბატონო პრემიერო - ესაა ერთადერთი გზა უმუშევრობის აღმოსაფხვრელად“ - ჩერნოვეცკის მიმართვა კვირკაშვილს
პოლიტიკა - 14:39, 17 Mar, 2016     4002
პოლიტიკური მოძრაობა ,,ბედნიერი საქართველოს“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინციატივით მიმართავს და საქართველოს მოქალაქეების შრომითი მიგრაციისა და უმუშევრობის დაძლების მიზნით, საკუთარ წინადადებას სთავაზობს.

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრს,

გიორგი კვირიკაშვილს!

როგორც ყოფილი მეწარმე და ადამიანი, რომელმაც შექმნა ათი ათასობით სამუშაო ადგილი უკრაინაში, ყურადღებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის მიმართულ თქვენს ინიციატივებს და ვხედავ, რომ ინფორმირებული ხართ ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების კატასტროფული ნაკლებობის შესახებ.

საქართველოს მოქალაქეებს, ფაქტობრივად, არ აქვთ სამუშაო, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში. მოსახლეობას არ გააჩნია ელემენტარულად ოჯახის რჩენის საშუალება და ადამიანები ბანკების, ონლაინ–საკრედიტო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ჩვეულებრივი მევახშეების დამამცირებელ ვალებში იძირებიან. ძალიან ბევრი ადამიანი ერთადერთი საცხოვრებლის გარეშეც კი რჩება! ეს საგანგაშო პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც მთელი მთავრობის ყოველდღიური და თავდაუზოგავი მუშაობა სჭირდება!

მე, უპირველეს ყოვლისა, ამ პრობლემის მოგვარებისთვის გთავაზობთ სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც მაღალმთიან და სხვა რთულად მისადგომ რეგიონებში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ საკანონმდებლო პროექტების შექმნაზე იმუშავებს, რაც ამ რაიონებში ინვესტიციების მიზიდვას შეუწყობს ხელს! ეს ყველაზე დიდი საქმეა, რომლის გაკეთებაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე შეგიძლიათ და რის წყალობითაც თქვენ ისტორიაში საქართველოს გადამრჩენელის სახელით შეხვალთ!

ბევრ ქვეყანაში არსებობს კანონები თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ, მარტივად შეიძლება მათი ადაპტირება საქართველოსთვისაც, ასევე შესაძლებელია მივმართოთ ჩინეთისა და სხვა იმ ქვეყნების პრაქტიკას, რომლებმაც დაუბეგრავი ზონების ხარჯზე თავისი ეკონომიკა ძალიან სწრაფად გააძლიერეს.

იდეა მარტივია და ზედმეტი პრობლემის გარეშე მუშაობს:

1. ასეთ ზონებში კომპანიები თავისუფლდებიან ნებისმიერი გადასახადებისგან ათწლეულების განმავლობაში.

2. გადასახადის გადახდა ხდება მხოლოდ დასაქმებულთა ხელფასიდან, რაც შეავსებს რეგიონის ბიუჯეტს.

3. მსგავს კომპანიებში ადგილობრივი მოსახლეობის 50-70%– მდე დასაქმდება, ხოლო მათი შრომის ანაზღაურება უნდა იყოს მოყვანილი შესაბამისობაში მათი ცხოვრების ხარჯებთან, რაც ზუსტ გამოთვლას საჭიროებს.

4. კანონი არ უნდა შეიცავდეს უკუქმედების ძალას და ეს უნდა იყოს მკაფიოდ გაწერილი.

5. ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს საკმარისი სახსრები მსგავსი დაუბეგრავი ზონების რეკლამირებისთვის უცხოურ მასმედიაში. ასევე უნდა დაიგეგმოს კონფერენციები სხვადასხვა ქვეყნებთან, რომლებიც სწრაფი და საიმედო მოგების მიღებით დაინტერესდებიან.

6. თითოეულ რეგიონს უნდა ჰქონდეს იმ წარმოებების სია, რომლებიც მათთვის საინტერესო იქნება.

გარწმუნებთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსთვის ეს გახლავთ ერთადერთი გზა, რომელიც შეაჩერებს ჩვენი თანამოქალაქეების შრომით მიგრაციას უცხო ქვეყნებში, ასევე ხელს შეუწყობს პრობლემური რეგიონების ტერიტორიაზე მოსახლეობის შენარჩუნებას და აღმოფხვრის უმუშევრობას.

სხვა მცდელობები იმისა, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრებით და სხვადასხვა კონფერენციების გამართვა, ლოზუნგით - „დაეხმარეთ სამშობლოს” რეალურად არაფერს შეცვლის, რადგან საქართველოში არ არსებობს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა. ამ მხრივ საქართველო არ განსხვავდება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან, სადაც “მოახდინე ინვესტირება შენს ეკონომიკაში” და “მიდი, მიდი”-ს მსგავსი არაფრის მომცემი მოწოდებების მეტი ვერაფერი მოიფიქრეს.

აგრეთვე, ბატონო პრემიერ–მინისტრო, მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება იმ ფაქტზე, რომ საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ ხდება არანაირი წახალისება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან იმ ადგილობრივი თუ უცხოელი მეწარმეებისა, რომლებიც რეალურად სამუშაო ადგილებს ქმნიან და ამით დიდ სამსახურს უწევენ ქვეყანას. მათთვის არ არის განკუთვნილი არც სამთავრობო ჯილდო, არც შეღავათი, საერთოდ არაფერი!

შედარებისთვის ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი, სადაც თუ 1 წლის განმავლობაში 10 სამუშაო ადგილს შექმნი, საჩუქრად Green card-ს მიიღებ, ხოლო მსხვილი მეწარმეები მიიღებენ ჯილდოებს და შეღავათებს. მიაქციეთ ამ საკითხსაც ყურადღება, რადგან ეს ინვესტიციების მოზიდვის პროგრამისთვის და მეტი სამუშაო ადგილის შექმნისთვის მნიშვნელოვან წამახალისებელ ნაწილს წარმოადგენს და სასურველია, ასეთი მასტიმულირებელი პროექტები საქართველოშიც არსებობდეს! უდავოა, რომ თქვენი ყურადღებაც და სამუშაო დროც დიდწილად სწორედ ამ მეწარმეების მხარდაჭერასა და მათი პრობლემების მოგვარებას უნდა ეთმობოდეს.

ღრმა პატივისცემით,

პოლიტიკური მოძრაობის “ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი

ლეონიდ ჩერნოვეცკი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42