საია მიიჩნევს რომ, მთავრობამ ვერ უზრუნველყო 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რიგი მნიშვნელოვანი ვალდებულებების სრულად შესრულება.
„2015 წლის დეკემბრის თვეში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველო 2014-2015 წლების მეორე სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადა დასრულდა. სამწუხაროდ საქართველოს მიერ სრულად არ შესრულდა OGP-ს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ორი ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლების აქტის შემუშავება და ელექტრონული პეტიციების პორტალი “Ichange.ge”-ს შექმნა. მიუხედავად ამისა, 2016 წელს საქართველოს მთავრობა OGP-ს რიგით მესამე 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ახალ სამოქმედო გეგმაში ის ვალდებულებები აისახოს, რომელიც OGP-ს უმთავრეს პრინციპებს - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო ჩართულობა და ტექნოლოგია და ინოვაციები უპასუხებს.
2016 წლის 14 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ოფიციალურად წარუდგინა საიას მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასახვაც მნიშვნელოვანი იქნება.“ - ნათქვამია საიას განცხადებაში.
დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს
რეკომენდაციები იხილეთ შემდეგ ბმულზე
მასალის გამოყენების პირობები






