,,თავისუფალი დემოკრატები“ კომპანიონ ცხოველების შესახებ პარლამენტში კანონპროექტს წარადგენენ
პოლიტიკა - 13:54, 17 Mar, 2016     1541
''თავისუფალი დემოკრატების'' ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელიც კომპანიონ ცხოველების შესახებ კანონპროექტს ეხებოდა.

ცაგარეიშვილის თქმით, საქართველოში ამჟამად არ არსებობს კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ინსტრუმენტები.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელი და სათანადო ინსტიტუციებისა და სამართლებრივი ბაზის შექმნა. ამ ბაზის არარსებობა, საფრთხეს უქმნის ადამიანებისა და ცხოველების თანაარსებობისათვის აუცილებელ უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

წარმოდგენილ პროექტში გაწერილია კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის ძირითადი საჭიროებები, რაც თავის მხრივ გულისხმობს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში თანაბარი არსებობის შესაძლებლობასა და ცხოველთა ტკივილისა და ტანჯვისაგან დაცვას“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კანონპროექტით საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება შემდეგი საკითხები:

• კომპანიონი ცხოველის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისა და ტრანსპორტირებისათვის დასაშვები სტანდარტები.

• პატრონთა ვალდებულებები კომპანიონ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

• ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა და ცხოველთა წამების აკრძალვა და ტანჯვისგან ან ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიყენებისგან დაცვა.

• კომპანიონ ცხოველთა მოკვდინებისა და მათი მოშენება-გამოყენების პირობების რეგულირება

• კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრებში მოთავსება და თავშესაფრებში საჭირო პირობების შექმნა.

• უმეთვალყურეო, უსახლკარო და მაწანწალა კომპანიონი ცხოველების დაჭერისათვის აუცილებელ წინაპირობებს.

• კომპანიონი ცხოველების სავალდებულო პირველადი რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის პროცესი

• ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კომპეტენცია, კომპანიონი ცხოველების, როგორც ნერვიული სისტემის მქონე მგრძნობიარე არსებების, კეთილდღეობის დასაცავად.

• იკრძალება ცხოველთა მონაწილეობით ორთაბრძოლების მოწყობა და ასეთი ორთაბრძოლების პროპაგანდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

კანონპროექტის შემუშავების მიზანია, ადამიანისა და ცხოველის თანაცხოვრების პირობებში მოხდეს, ერთი მხრივ ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე მხრივ - ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის მეშვეობით.

აღნიშნული კანონპროექტის ავტორები არიან “ცხოველთა უფლებების კომიტეტი“ (თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე), ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი" (თავმჯდომარე სოფიო ჯიბუტი), „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ (თავმჯდომარე სოფიო ბეროშვილი).

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42