ALDE -ს პრეზიდენტი „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ მიმართულ შანტაჟს გმობს.
ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ALDE -ს პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი გასულ კვირას, საქართველოში , პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, ალექსანდრე პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტსა და პოლიტიკოსების, მათ შორის ირაკლი ალასანიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შესახებ, გაჟღერებულ შანტაჟს ეხმაურება.
„მიუღებელია, როდესაც ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაში, პოლიტიკოსებს პირადი ცხოვრების ამსახველი კარებით აშანტაჟებენ. პოლიტიკოსები უნდა შეფასდნენ მათი პოლიტიკური საქმიანობის და არა პირადი ცხოვრების მიხედვით. მოვითხოვ, ჩატარდეს გამოძიება, რათა დადგინდეს, ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი“ - ნათქვამია პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






