„მოვუწოდებ საქართველოს საელჩოებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, რომ ეს განცხადება იქნას თარგმნილი შესაბამის ენებზე, რათა მიეწოდოს ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით საკითხზე, ამოწურა თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატმა საკუთარი თავი, ზურაბ აბაშიძის პრაღიდან დაბრუნების შემდეგ იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პრაღაში ზურაბ აბაშიძესტან შეხვედრის დროს, ჟურნალისტებთან გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები გააკეთა და საქართველოს ხელისუფლება ანტირუსული რიტორიკაში დადანაშაულა.
"დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებაა... რუსეთი ჯერ თავს იკავებს, მაგრამ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი".- განაცხადა კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






