“იყო პრობლემები რეალურად, იყო პოლიციის ცოტა უცნაური ქმედებები, ალაგ-ალაგ იყვნენ ის ნიღბიანები, მე არ მომეწონა პირადად უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შევარდნის ფაქტი. მაგრამ აღარ მინდა დღეს ამაზე საუბარი იმიტომ, რომ სტუდენტებისგან მე მოვისმინე ძალიან დამაიმედებელი ნოტები. პროგრესი სწორედ ამაშია, რომ დიალოგის შესაძლებლობა არსებობს. ყველანი ვთანხმდებით, რომ ოდეერის ინსტიტუტი ეს არის სიმახინჯეზე უფრო დიდი სიმახინჯე, კვამლი უცეცხლოდ არ ჩდება როგორც ჩანს არსებობს ამის საფუძვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აი ამ სიმახინჯისგან გათავისუფლდეს საუნივერსიტეტო სივრცე და იქ დაიწყოს უკვე უნივერსიტეტის პერსპექტივაზე საუბარი,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.
ჩიხრაძე თსუ-ს აკადემიური საბჭოს და მინისტრ სანიკიძის შეხვედრის ფაქტსაც გამოეხმაურა, პრეზიდენტის თქმით, როდესაც აკადემიური საბჭო გადაწყვეტილების მისაღებად ვინმესგან და მითუმეტეს მინისტრისგან დროს თხოულობს ეს მისასალმებელი ფაქტი არაა, ჩიხრაძის შეფასებით ამ შეხვედრამ დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, რომ აკადემიური საბჭო მინისტრთან რექტორის გადაყენების საკითხს განიხილავდა.
„მე რაც ძალიან ცუდად მომხვდა ყურში და მე ვფიქრობ ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა, ეს იყო აკადემიური საბჭოს შეხვედრა განათლების მინისტრთან და ორივე მხარის მიერ ითქვა ის, რომ აკადემიურმა საბჭომ ითხოვა დრო, რექტორის საკითხის გადაწყვეტისათვის და მინისტრმაც დაადასტურა, რომ აკადემიურმა საბჭომ ითხოვა დრო. აკადემიური საბჭო არავისგან არაფერს არ უნდა თხოულობდეს, მით უმეტეს მინისტრისგან არ უნდა ითხოვდეს. ეს რას ნიშნავს, რომ მინისტრთან განიხილებოდა როგორ მომხდარიყო რექტორის გადაყენების ფაქტი? ეს არის ძალიან ცუდი რამ,“-აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






