„ჩვენ აქ, პარლამენტში, დიახ, გავაუქმეთ ე.წ. ოდეერების სისტემა, დღეს სამართლებრივად, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ აღარ გვყავს ე.წ. ოდეერები. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა ილუზია, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში გამოსწორდებოდა, მაგრამ დღეს, დიახ, გამოჩნდა ხარვეზები და გამოჩნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში. ამიტომაც ე.წ. ოდეერებთან დაკავშირებით და იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც აქვთ სურვილი მართონ ძველი წესებით ეს სახელმწიფო, მათ სათანადო პასუხი უნდა გაეცეთ.“- განაცხადა კორძაიამ.
დეპუტატმა თსუ-ს რექტორის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ლადო პაპავა არის ადამიანი, რომელმაც პირველმა განაცხადა მანკიერი პრაქტიკის არსებობის შესახებ:
„ყველა იმ ადამიანს, რომელიც ლადო პაპავას მოუწოდებს გადადგომას, ვურჩევდი, რომ ნუ აკეთებენ ამას, იმიტომ, რომ ლადო პაპავა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიეტის რექტორი, რომელმაც კანონის დაცვისთვის ამოიღო ხმა და რომელმაც პირველმა განაცხადა მანკიერი პრაქტიკის არსებობის შესახებ. თითოეული ჩვენგანის ვალია დავუჭიროთ იმ ადამიანს მხარი, რომელიც კანონის ხარვეზებზე კი არა კანონს მიღმა არსებულ მოქმედებებზე ამოიღებს ხმას.“- აღნიშნა თამარ კორძაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






