მისი თქმით, კრემლი ხედავს რომ საქართველოში პრობლემებია, ამიტომაც კეთდება მათი მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები.
"რუსეთს რაც მეტს გააბედინებ, მერე უფრო მეტი მოუნდებათ. რუსეთში ხედავენ რომ სუსტები ვართ. ისინი პირდაპირ გეუბნებიან არჩევნების წინ, არ გაბედოთ და ანტირუსული წმენდა არ განახორციელოთო - ეს იყო კარასინის მთავარი მესიჯი, თან იმუქრება რომ პარლამენტში თუ არ მოვლენ პრორუსული ძალები, ამას არ მოვითმენთო. ნუ გვაიძულებთ რომ ჯარები შემოვიყვანოთო. ამას ნიშნავს როდესაც ვამბობ, რომ რაც მეტს გააბედინებ რუსეთს მეტი მოუნდება. ეს არის რუსეთის პრინციპი"- აღნიშნა შარაშენიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ქაოსს ბოლო უნდა მოუღოს .
"სპეცსამსახურებმა ბრძოლა უნდა გამოუცხადონ რუსული პოლიტიკის გატარებას. მათ შორის უნდა მიხედონ შპიონებს , გავლენის აგენტებს. ხელისუფლება არ უნდა იყოს დაკავებული პოლიტიკური ოპონენტების დევნით. სახელმწიფო უნდა მოძლიერდეს"- დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






