მე ვიზიარებ ერთის მხრივ სტუდენტების პროტესტს, მეორეს მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია- პრემიერი
პოლიტიკა - 18:52, 16 Mar, 2016     1640
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრის გათვალისწინება მომავალი რეფორმისთვის, რომელიც მშვიდ და სტაბილურ გარემოში უნდა გატარდეს.

„მე თავიდან ბოლომდე საქმის კურსში ვარ მიმდინარე პროცესების შესახებ. უკვე ორჯერ გავაკეთე განცხადება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული იმ რეფორმებში , რომელიც არის ჩვენი მთავრობის ახალი ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. როგორც უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმებს. რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ ერთის მხრივ სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ მეორეს მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. მინდა, კიდევ ერთხელ არა მოვუწოდო, არამედ ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მოგვცენ საშუალება, გავატაროთ ცვლილებები, რომლებსაც ისინი ითხოვენ და რომლებშიც მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას. უმაღლესი განათლება საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს და ამ ცვლილებებისთვის ჩვენ მზად ვართ, უბრალოდ, ამას სჭირდება დრო,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42