ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსის რეფორმირების პროცესს უარყოფითად აფასებს - კომისიის ექსპერტთა დასკვნა
პოლიტიკა - 18:48, 16 Mar, 2016     1931
ევროპული ორგანიზაციის ექსპერტები ხელისუფლებას რეფორმირების პროცესში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გადახედვას და პროცესში ჩართული მხარეების - ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების გათვალისწინებას ურჩევენ.
,,ნიუპოსტი" გთავაზობთ ვენეციის კომისიისა და ეუთოს მიერ საქართველოში საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნის მთავარ დეტალებს.
დასკვანში ხაზგასმის აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული დოკუმენტი ვერ იქნება წარმოდგენილი, როგორც ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორთან ერთად მიღებული საერთო კონსენსუსის საგანი.

ვენესციის კომისია მიესალმება მათი წარსული რეკომენდაციებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ამომრჩევლის ხმის თანაბრობის გათვალისწინებას, მათ შორის ბარიერის 50%-მდე გაზრდას მაჟორიტარულ ოლქებში.

თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ საზღვრების ხელახალი დაყოფა მოხდა დაყოფის კრიტერიუმების დადგენის გარეშე. არ მოხდა გათვალისწინება ისტორიული, გეოგრაფიული და დემოგრაფიული რეალობების და საერთო კრიტერიუმის არარსებობა ქმნის ვითარებას, რომ პროცესი შესაძლოა გამოყენებული იქნეს ,,მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“.

კომისია შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებითაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი მიღებულ იქნა გასული წლის დეკემბერში, მაჟორიტარული ოლქების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი ჯერ კიდევ გაურკვეველია (4 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში). არსებული 30 ოლქი კვლავაც საზღვრების დადგენის გარეშეა დარჩენილი და მისი დადგენა მინდობილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, მაშინ, როცა კომისიას მისი ჩამოყალიბების არანაირი პრინციპი არ გააჩნია, რაც არჩევნებამდე დარჩენილი დროის ფაქტორის გათვალისწინებით არათანაბარ პირობებში აყენებს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტს - პარტიებს, კანდიდატებს, ამომრჩეველს, ხოლო ჯამში ეს საფრთხეს უქმნის მთლიანად საარჩევნო პროცესს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალკე არის გამოყოფილი და ხაზგასმით აღნიშნულია: ,,ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არჩევნებში ჩართულ მხარეებს შორის მიმდინარეობდა ხანგრძლივი დისკუსიები საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ძირითადად განიხილებოდა შერეული მაჟორიტარული და პროპორციული კომპონენტების სიტემიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ძირითადად მხარს უჭერენ საარჩევნო სისტემის მყისიერ ცვლილებას. იმ დროს, როდესაც მმართველი კოალიცია ასევე უჭერს მხარს ამ ცვლილებას, იგი არ თვლის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, 2016 წლის ოქტომბერში, ასეთი ცვლილება მიზანშეწონილი იქნება. კონსტიტუციის ცვლილების პროექტი მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიცირებული იყო პარლამენტში, თუმცა მისი მიღება არ მომხდარა. შესაბამისად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება არსებული შერეული სისტემის პირობებში საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრებით“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42