საქართველოს მიმართ გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, რუსეთთან ურთიერთობაში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გამოეცმაურა. აბაშიძის თქმით, მისთვის უცნობია რა იგულისხმა კარასინმა, როდესაც თქვა, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა:
“ჩვენ როდესაც ამ დიალოგს ვიწყებდით, თავიდანვე მოვნიშნეთ ე.წ. წითელი ხაზები, ანუ რამდენიმე საკითხი, რომელიც ამ ჩვენს ფორმატში არ განიხილებოდა. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი და არის ის საკითხები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებთან არის კავშირში, ამიტომ მისგან ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ განცხადებები, მაგრამ ეს განხილვის საგანი ჩვენს შეხვედრებზე არ არის. საერთოდ არ გვისაუბრია ამაზე, არ ვიცი რა იგულისხმა მან თქვენთან, რატომ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი არჩევნები საფრთხეს ვინმესთვის, ეს არის ჩვენი საშინაო საქმე. ვიზებს რაც შეეხება, რუსული მხარის გადასაწყვეტია რა დოზით გაამარტივებს სავიზო რეჟიმს,“-განაცხადა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






