ხოშტარია მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერების სკანდალი და უნივერსიტეტში მიმდინარე დაძაბულობა ხელს უწყობს რუსეთის ინტერესის გაძლიერებას.
"რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობამ არაფერი მოგვცა. იმედია, საქართველოს ხელისუფლება მიხვდება ამას. კარასინის მხრიდან გაკეთდა ძალიან სახიფათო განცხადება, როცა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება. ეს იყო ერთგვარი მინიშნება პრორუსული ძალებისთვის. მთავარია, ამ განცხადებაზე მოვბილიზდეთ და ვიმსჯელოთ მასზე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. ამასთან, მნიშვნელოვანია ხელი არ შეუწყოთ რუსეთის გეგმას ქვეყნის შიგნით მიმდინარე ქაოტური სიტუაციით - ფარული კადრების გამოქვეყნებას და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს ვგულისხმობ" - განაცხადა "ნიუპოსტთან" საუბრისას ელენე ხოშტარიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი საქართველოში მთავარ საფრთხედ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და საქართველოში ანტირუსულ რიტორიკას მიიჩნევს.
გრიგორი კარასინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, თინა ხიდაშელის განცხადებები რუსეთის მოთმინებას სცდის.
მასალის გამოყენების პირობები






