ხელისუფლების მოვალეობაა მკაფიო გზავნილი შეაგებოს კარასინის თავხედურ განცხადებას- ხერხეულიძე
პოლიტიკა - 16:20, 16 Mar, 2016     1490
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისა და ევროატლანტიკური საბჭოსკენ ურყევია, სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ კარასინის განცხადებას მკაფიო გზავნილი უნდა შეაგებოს.

„ყველაფერი აზრს კარგავს, როცა მტრულად განწყობილი ქვეყნის ოფიციალური პირი ბედავს და სუვერენულ სახელმწიფოს სამოქმედო გეგმას უდგენს. პუტინმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მისთვის ჩვეული ცინიზმით განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პრობლემები არჩევნების დასრულების შემდეგ მოგვარდებოდა. იგივე რიტორიკას კარასინი აგრძელდებს, რომელსაც ოფიციალური სტატუსი დღევანდელმა საქართველოს ხელისუფლებამ მიანიჭა. მათ თავად მისცეს ლეგიტიმაცია ოკუპანტ ქვეყანას, რომ გველაპრაკოს როგორც ბატონი ყმას. ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში პროცესების წამყვანი რუსეთია, ხოლო საქართველო ნომინალური ფუნქციების მქონე. კარასინს და მის სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოში, შევახსენებ, რომ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისა და ევროატლანტიკური საბჭოსკენ ურყევია. ჩვენი ქვეყნის მომავალი რუსულ ორბიტაზე არასდროს დაბრუნდება. ხელისუფლების მოვალეობაა მკაფიო გზავნილი შეაგებოს კარასინის თავხედურ განცხადებას, რადგან ჩვენი ხალხის არჩევანი თავისუფლებაზე გადის და არა მონობაზე."- განაცხადა ხერხეულიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42