„სხვებს რატომ იმეტებთ?“-ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილი მიმართვას ავრცელებს
სოც.მედია - 14:32, 16 Mar, 2016     5005

ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილი, ნატა, სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს და სტატუსს აქვეყნებს, რომელიც მამის მკვლელობის მცდელობასა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებას უკავშირდება.

„რამოდენიმე თქვენგანმა ღიად გაუკეთეთ ანალიზი და საჯაროდ გამოიტანეთ დასკვნა მამაჩემის, ბუკა პეტრიაშვილის, მკვლელობის მცდელობის ამბავზე. ზოგმა პირადიაო, ზოგმა პოლიტიკურიაო, ზოგი უკმაყოფილო იყო არსებული და მოხვედრილი ტყვიების რაოდენობით და ადგილმდებარეობით, ზოგმაც - რა მოხდა, ესეთი ამბები დიდი ხანია ტრადიციად იქცაო.

თქვენი ანალიზი არც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მოჰკლებია. თანაც, ხშირად, წინადადებას ასე იწყებთ: ”მართალია, დანაშაულია რაც გააკეთეს და დაუშვებელია ასეთი მასალის გავრცელება, მაგრამ...” მაინტერესებს გულით, სიტყვა ”დაუშვებელია” როგორ ხვდება წინადადებაში სადაც ერთერთი მომდევნო სიტყვა არის ”მაგრამ.” არ არსებობს მიზეზი რაც ოდნავ მაინც გაამართლებს ამ ფაქტს, ნუ ეძებთ, ვერ იპოვნით.

ყველაფერს რასაც ასკვნით და შემდეგ წერთ, ამ გზით თუ იმ, ყველა კითხულობს. რა თქმა უნდა ვერავინ აგიკრძალავთ თქვენი აზრის გამოთქმას და არც არავინ აპირებს, უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაფერს რასაც წერთ, თქვენი ჩატარებული უნაკლო ექსპერტიზის შემდეგ, კითხულობენ ოჯახის წევრები და მეგობრები. მაინტერესებს ერთი რამ, თუ ისეთ კომენტარს წერთ რისი წაკითხვაც თქვენვე გულს გატკენდათ, სხვებს რატომ იმეტებთ?“- წერს ნატა პეტრიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42