ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მომავალ კვირას რუსეთს საქმიანი ვიზიტით ეწვევა. კერისა და ვლადიმერ პუტინის, ასევე კერისა და ლავროვის შეხვედრის მთავარი მიზეზი სირიაში მიმდინარე მოვლენები იქნება:
„5 წლის წინ მშვიდობიანი პროტესტანტები შეიკრიბნენ დამასკოსა და სირიის სხვა ქალაქების ქუჩებში. ხდებოდა გამოსვლები, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ რეფორმებისკენ, ადამიანის უფლებების დაცვისკენ, დასაქმებისკენ, ამ მშვიდობიან პროტესტს დაუპირისპირეს ტყვიები, ქიმიური იარაღი, ბომბები, წამება და ამ კრიზისის დასრულება რუსეთის ხელისუფალთა გუშინდელი განცხადების ფონზე, რომ თავისი სამხედრო კონტიგენტის ნახევარი გამოჰყავს სირიიდან, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესი ჟენევაში განახლდა, ჩვენ ძალზედ მნიშვნელოვან ფაზას მივაღწიეთ ამ პროცესის მსვლელობისას. ეს გახლავთ უწყვეტი პროგრესი, ასევე სირიულ ქალაქებზე ალყის მოხსნა და ამ ქალაქებთან უწყვეტი ჰუმანიტარული წვდომა. ყოველივე ამის უზრუნველყოფა მოითხოვს საკმაო ყურადღებას. გასულ კვირას შევხვდი მრავალ ჩვენს პარტნიორს, მომავალ კვირას მოსკოვში ჩავალ ვიზიტით რათა შევხვდე ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს“, - განაცხადა კერიმ.
მასალის გამოყენების პირობები






