მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ საქართველოს საყრდენი მეგობარია.
"საქართველოს თანამშრომლობა აშშ-სთან ძალზე ეფექტური გამოდგა. ჩვენ ვაგრძელებთ მრავალი მიმართულებით თანამშრომლობას. მადლიერები ვართ იმ მხადრაჭერის გამო, რაც თქვენ გამოიჩინეთ. ამერიკის ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა იმ პროგრესში რაც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა"- აღნიშნა მინისტრმა.
ჯანელიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბუნების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღბა და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების გზებს საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასღან ერთად მოახერხებს.
"სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის გამო. იმედს ვიტოვებთ, რომ ვიპოვით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებს საერთაშორისო თანამეგობრობის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით"- აღნიშნა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში აშშ გვერდით ედგა საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით.
მიხეილ ჯანელიძე სირიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაქტი მისასალმეელია.
საუბრის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კერის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს სიამოვნებით უმასპინძლებს.
მასალის გამოყენების პირობები






