ეს ის ჯგუფია, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარე აქციების დროს, არცთუ ისე აქტიურად ჩანდა. მათი მკვეთრი გააქტიურება, ე.წ. ოდეერების წარმომადგენლად მონათლული გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ დაიწყო. მოგეხსენებათ ფინანსებს უნივერსიტეტში კანცლერი განაგებს.
ამის შემდეგ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებმა სტუდენტებს შორის დაპირისპირების ფორმა შეიძინა.
თავის მხრივ პაპავა გადადგომას არ აპირებს. რექტორს ამ გადაწყვეტილებაში პროფესორებისა და სტუდენტების ნაწილი უჭერს მხარს.
გვიანობამდე თათბირობდა აკადემიური საბჭოც. რომლებმაც რექტორის იმპიჩმენტის დაწყებას მხარი არ დაუჭირეს, რამაც თვითმმართველობის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.
სურათი ასეთია თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ორად გაყოფილი სტუდენტობა პოლიტიკურ ჩარევებზე ალაპარაკდა. ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები და ტრანსფარანტები - "გადადექი!" და "არ გადადგე!" აქვთ.
ერთი მხარე მეორე მხარეს ფინანსებით დაინტერესებაში სდებს ბრალს.
ჯერ კიდევ 5 დღის წინ ისინი ბაკურიანში ტრენინგების გასამართად თანხის გამოყოფას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების მიღების მონოპოლისტია.
იმ პირობებში, როცა მხოლოდ თსუ-ს რამდენიმე ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ფინანსური დავალიანების გამო ვერ აგრძელებს განათლების მიღებას, მათი არგუმენტი საფუძველს მოკლებუული არ არის.
მეტი სიცხადისთვის, გასულ წელს თვითმართველობამ ტრეინინგისთვის 19 000 ლარი მიიღო, წელს თებერვალში - 24 600 ლარი.
საერთო მღელვარებისა და პრემიერის ღია მოწოდების შემდეგ გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. სწორედ ამ დროს, ასპარეზზე ნიღბიანი და უნიღბო თვითმართველობის წევრები გამოჩნდნენ, რომლებმაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რექტორის კაბინეტი დაიკავეს, რა დროსაც დაშავდა ერთი ადამიანი.
ორად გაყოფილი სტუდენტობა თუ ხელისუფლების ინტერესი?- ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა რომელიც თსუ-ში მიმდინარე პროცესებს ლაიტმოტივად გაზდევს.
კითხვები არსებობს ვლადიმერ პაპავას ფაქტორთან დაკავშირებითაც, ისმის კითხვა ხომ არ იყენებს ბატონი პაპავა სტუდენტებს ე.წ „ოდეერების“ მოტივით რომ აკადემიურ საბჭოზე ზეგავლენა მოახდინოს. მით უფრო, რომ თავის დროზე (ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომის შემდეგ) მთავრობა ვლადიმერ პაპავას კანდიდატურაზე ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო.
და მაინც ვინ მართავს პროცესებს სახელმწიფო უნივერსიტეტში? - ჩამონათვალში ბევრია თუმცა „ნიუპოსტის“ წყარო ყვება, რომ ყოფილი პრემიერის კურთხევით თსუ-ს რექტორობას უმიზნებს უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანიც, რომელმაც მინიშნებები სპეციალურ განცხადებაში გააკეთა.
პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკოსებს საკუთარი ინტერესები გააჩნიათ.
როგორც „ნიუპოსტს“ პოლიტოლოგმა განუცხადა თსუ-ში საკუთარი ინტერესი "ქართული ოცნების" დამუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს.
კითხვაზე არის თუ არა ეს ინტერესი გია ჟორჟოლიანი ბერიძემ განაცხადა, რომ არაფერის გამორიცხვა არ შეიძლება თუმცა მან არ ისურვა არაოფიციალურ ვერსიებზე საუბარი.
„უნივერსიტეტი არის უზარმაზარი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაცია, ამის გარდა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რეაბილიტაციას მრავალი მილიონი მოხმარდა და იმ მრავალი მილიონის უკან დგას კონკრეტული პიროვნება, ბიძინა ივანიშვილი რომელსაც არ სიამოვნებს, როდესაც მისი ფული უკონტროლოდ იხარჯება ბუნებრივია, რომ მას აინტერესებს როგორ დაიხარჯა, ბიუჯეტი“- აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
„ნიუპოსტმა“ კითხვები სტუდენტების ორივე მხარესთან დასვა.
დავიწყოთ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგნლებით - რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ.
თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური: ვლადიმერ პაპავამ თსუ-ში ე.წ ოდეერების არსებობა დაადასტურა, სად იყო ის ბოლო სამი წლის განმავლობაში - პრობლემას ვერ ხედავდა? - ახლა დასჭირდა ტემპერატურის აწევა და ამ მეთოდით აწია?! ფაქტია, რომ ეს ინსტიტუცი არის უნივერსიტეტში და ამაზე ვთანხმდებით მაშინ გამოდის რომ პაპავას თავის დროზე ამ ყველაფრისთვის ხელი მოწერილი აქვს.
„ნიუპოსტმა“ თვითმართველობის პრეზიდენტს ჰკითხა, სად იყვნენ ისინი წლების განმავლობაში და საეჭვოდ ხომ არ დაემთხვა მათი აქტიურობა სტუდენტთან ერთი ნაწილის პროტესტს, რაზეც საბაურმა გვითხრა, რომ ისინი „ინსტიტუციონალური წესრიგის მოთხოვნამ“ გადაიყვანა აქციის რეჟიმზე.
შალვა საბაური იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ვლადიმერ პაპავა სტუდენტებს ე.წ ოდეერის საფარქვეშ კანცლერს უპირისპირდება და აკადემიურ საბჭოზე ზეგავლენას ცდილობს.
„ეს არის მწყობრი ლოგიკის საფუძველზე მიღებული დასკვნა. ფაქტია, რომ აქციის მონაწილეთა ორივე ბანაკი ჩიხშია შესული“- უთხრა „ნიუპოსტს“თვითმმართველობის პრეზიდენტმა. საბაური ამბობს, რომ ვლადიმერ პაპავამ ვერ უზრუნველყო სტუდენტთა დაპირისპირების აღმოფხვრა და ვერც ინსტიტუციონალური სისტემა დაალაგა.
კითხვაზე ჰყავთ თუ არა მათ შერჩეული რექტორის თანამდებიობაზე სასურველი კანდიდატი, თვითმართველობის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მათ კომპეტენციას სცილდება. მისი თქმით, მთავარია პაპავა წავიდეს.
„პრობლემა არის პაპავა - ის ვერ მართავს პროცესებს“- გვითხრა საბაურმა.
„ნიუპოსტმა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან ლორთქიფანიძე ჩაწერა.
ჩვენთან საუბარში სტუდენმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა. ლორთქიფანიძეს აინტერესებს როგორც გეგმავს ოდეერების ინსტიტუტის შესახებ გამოძიების დაწყებას და მის ბოლომდე მიყვანას.
„პასუხისმგებლობა ეკისრება მთელ აკადემიურ საბჭოს, რაც უნივერსიტეტში ხდება ეს მხოლოდ პაპავას ბრალი არ არის, ჩვენი ბრალი არ არის არაფერი. ჩვენ ვუბრუნებთ კითხვას საქართელოს პრემიერმინისტრს გაგვეცით პასუხი, როგორ აპირებთ ოდეერების ინსტიტუტის შესახებ გამოძიების დაწყებას და მის ბოლომდე მიყვანას. ჩვენ ამ კაგებეშნიკურ სისტემას შევეწინააღმდეგებით ყველანაირი კანონიერი ფორმით“- აღნიშნა სტუდენტმა.
მისი თქმით, აუდიტორია 115 იქმნება სტუდენტურ პლატფორმად, სადაც ჩვენი მოთხოვნებისთვის ბრძოლა გაგრძელდება. ",-განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ლევან ლორთქიფანიძე განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან საგანგებო კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელიც იმუშავებს განათლების შესახებ კანონის ცვლილებაზე - უნდა შეიცვალოს რექტორის და კანცლერის არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და არჩევის წესი.
ლევან ლორთქიფანიძისთვის მიუღებელია მოასაზრება, რომ აქციის მონაწილეებს „ვიღაცა მართავს“.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






