კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია: შპს „ტელეკომპანია მაესტრომ“ გავრცელების არეალი გააფართოვა
პოლიტიკა - 18:30, 15 Mar, 2016     1585
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირება კომპანიის განცხადების საფუძველზე განხორციელდა.

მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, შპს „ტელეკომპანია მაესტრო“ ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელით (თბილისის მულტიპლექსი) გავრცელების უფლებას ფლობდა. კომპანიამ დამატებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით ( შპს ”სტერეო+”-ის მულტიპლექსი) გავრცელების უფლება მოითხოვა, რაც კომისიამ დააკმაყოფილა.

კომპანიას განემარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, მაუწყებლობის დაწყებამდე ათი დღით ადრე ვალდებულია კომისიას წარმოუდგინოს ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, ყოველკვირეულად გამოქვეყნოს და კომისიას წარმოუდგინოს სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროგრამების განრიგი. ასევე, შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ ეთხოვა, დამატებით, წარმოადგინოს კომპანიის ის ბრენდული სახელწოდება, რომლითაც გეგმავს მაუწყებლობას შპს „სტუდია მაესტროსთან“ ბრენდულ სახელწოდებისა და ლოგოსთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავის დასრულებამდე.

შპს „ტელეკომპანია მაესტრო“ კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირია, კომპანიის მაუწყებლობის ენა ქართულია, მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 6 საათია, ხოლო გავრცელების ტექნოლოგიად მითითებული აქვს, გარდა ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელისა, ასევე თანამგზავრული სისტემების გამოყენებით, ინტერნეტით და სხვა ტექნოლოგიებით მაუწყებლობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42