პრემიერ-მინისტრის განცხადება უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 17:44, 15 Mar, 2016     2745
უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს:
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პატივს ვცემ ჩვენი ახალგაზრდების სწრაფვას და სურვილს, უნივერსიტეტი იყოს რეალურად ავტონომიური და გაჯანსაღდეს საუნივერსიტეტო ცხოვრება.
მას შემდეგ, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და სტუდენტური პროტესტი რიგ შემთხვევებში სრულიად მიუღებელ მოქმედებებში გადაიზარდა, მთავრობა ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. იმისათვის, რომ კიდევ უფრო არ გამძაფრდეს სიტუაცია და პროცესები უმართავი არ გახდეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დავალება სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები.
მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის ჩვენს ახალგაზრდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, რათა პროცესები გადავიდეს მშვიდ და ცივილიზებულ ფორმატში.
ვინაიდან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების იმგვარად წარმართვა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სტუდენტებს, მშვიდ და სტაბილურ გარემოში შეძლებოდათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი პოზიცია ყოფილიყო სათანადოდ გააზრებული, ვავალებ განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან, რათა მოხდეს შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრა.
დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ახალგაზრდების პოზიცია და მონაწილეობა იმ ახალი რეფორმის შემუშავებაში, რომლებსაც ჩვენ ვგეგმავთ განათლების სისტემაში. მხოლოდ ერთიანი ძალით - დარგის სპეციალისტების და სტუდენტების მონაწილეობით შევძლებთ შევიმუშაოთ ისეთი რეფორმა, რომელიც რეალურად შეცვლის განათლების სისტემას."- აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42