აქციის არაერთი მონაწილე მიუთითებდა პოლიციელთა მხრიდან არაეფექტურ საქმიანობაზე- ომბუდსმენი
პოლიტიკა - 17:14, 15 Mar, 2016     1418

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 14 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში და გვიან ღამით აკვირდებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ორ აქციასა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, ხოლო პოლიციამ და თსუ–ს დაცვის სამსახურმა ვერ მოახერხეს ერთი მხრივ, ამ ფაქტების თავიდან არიდება და მეორე მხრივ, მათზე ეფექტური რეაგირება.

14 მარტს უნივერსიტეტის I კორპუსის შენობაში დაფიქსირდა ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის 3 შემთხვევა. ჟურნალისტების განცხადებით, აღნიშნული ქმედებების ჩამდენი პირები თსუ–ს თვითმმართველობის მომხრე სტუდენტები იყვნენ. კერძოდ, „ლიბერალის“ ჟურნალიტს სოფო გოგიშვილს თვითმმართველობის აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ყელში ხელი წაუჭირა და მისი ძირს დაგდება სცადა, წაართვა ტელეფონი და მოპოვებული ჟურნალისტური მასალა წაუშალა. ტელეფონი მას მოგვიანებით დაუბრუნეს. „ლიბერალის“ მეორე ჟურნალისტს მამუკა მგალობლიშვილს კამერა ძირს დააგდებინეს, რამაც იგი დააზიანა. „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს წაართვეს ტელეფონი, რომლითაც განვითარებულ მოვლენებს იღებდა, დაცვის სამსახურის თანამშრომელი კი მას ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდებდა. ჟურნალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის დაცვის სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, მათ არ მიიღეს ეფექტური ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და მათ აღსაკვეთად.

ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ადგილი ჰქონდა იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეორე კორპუსიდან გამომავალი გვირაბის მეშვეობით ახალგაზრდების დიდი ჯგუფი, მათ შორის ნიღბიანი პირები შემოვიდნენ, რამაც პროცესებში გარკვეული არეულობა შემოიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუერთდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა ერთი სტუდენტის დ.ხ.–ს ცემის შესახებაც. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის შენობაში შესვლა შეზღუდული იყო. შესაბამისად, დასადგენია, როგორ მოხვდა ახალგაზრდების ზემოაღნიშნული ჯგუფი შენობაში და ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ამ კონკრეტული შესასვლელის კონტროლზე.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარში გუშინდელი აქციის არაერთი მონაწილე მიუთითებდა პოლიციელთა მხრიდან უმოქმედობასა და არაეფექტურ საქმიანობაზე. პარალელურ რეჟიმში ორი კონტრაქციის მიმდინარეობა პოლიციისაგან განსაკუთრებულ მობილიზებასა და ყურადღებას მოითხოვს. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია პოლიციელების მხრიდან სათანადო ვერბალური კომუნიკაცია აქციის მონაწილეებთან, მათთვის ცალკეული საკითხების განმარტებისა და სიტუაციის შემდგომი დაძაბვის თავიდან ასაცილებლად სწორი გზავნილების მიწოდების მიზნით. აუცილებელია რომ როგორც პოლიციამ, ასევე თსუ–ს დაცვის სამსახურმა უზრუნველყოს თანაბარი მიდგომა ორივე აქციის მონაწილეთა მიმართ, მათ შორის შენობაში შესვლისა და გადაადგილების კუთხით. შენობაში შესვლის შეზღუდვა კი დასაბუთებული და პროპორციული ღონისძიება უნდა იყოს და არ უნდა გამოიწვიოს თავად შეკრების თავისუფლების შეზღუდვა.

ძალადობის შემთხვევებში აუცილებელია ასეთ ფაქტებზე დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება და მოძალადეთა სათანადოდ დასჯა. მივმართავ შესაბამის უწყებებს, ამ მიზნით მიიღონ სათანადო ზომები. გამოძიების ფარგლებში გამოსარკვევია პოლიციელთა და თსუ–ს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების საკითხი. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობისაგან და არ დაუშვან მისი პროვოცირება.

მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე დღეა გამოხატავენ პროტესტს, აყენებენ სისტემური ცვლილებების განხორციელების მოთხოვნებს. აღნიშნული საკითხებით უნდა დაინტერესდნენ სათანადო უწყებები და კომპეტენციის შესაბამისად გადადგან შემხვედრი ნაბიჯები.

„როგორც სახალხო დამცველი, გამოვხატავ პირად დაინტერესებას უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ვგეგმავ გამოვიყენო ჩემს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ამ მიმართულებით არსებული ვითარების კანონიერების შესასწავლად. ამავდროულად, მზადყოფნას გამოვთქვამ ჩავერთო უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გაუმჯობესების პროცესში, რათა გამოირიცხოს არასამართლიანი თუ უთანასწორო მიდგომა სტუდენტებს შორის და მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისათვის საზიანო ვითარების არსებობა.“

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პროცესზე დაკვირვებას განაგრძობს."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42