ჩერნოვეცკის მიმართვა პრემიერ-მინისტრს - ,,სასწრაფოდ მოხდეს პენსიებისა და ფულადი დახმარებების ინდექსირება“
პოლიტიკა - 17:16, 15 Mar, 2016     3445
პოლიტიკური მოძრაობა ,,ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს:

,,მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს,

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!

ბოლო დროს საქართველოში აღინიშნება სწრაფი ინფლაცია, შესაბამისად იზრდება ფასებიც და ამის არ შემჩნევა შეუძლებელია. ამასთანავე, საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა ბევრად აღემატება ქვეყანაში წარმოებულ და ექსპორტირებულ პროდუქციას!

გამომდინარე აქედან, მოგმართავთ შემდეგი ინიციატივით - სასწრაფოდ მოხდეს პენსიებისა და ფულადი დახმარებების ინდექსირება, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის და იმათთვის, ვისი თვიური ანაზღაურება 200 ლარს არ აღემატება.

ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ თქვენს კომპეტენციასა და იმ ვალდებულებებში შედის, რომლებიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების წინაშე გაქვთ აღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსახსრობამ, მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების ნაკლებობამ, შეიძლება უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.

ცნობისთვის, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი, სადაც მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. საქართველო ევროკავშირისკენ ისწრაფვის და აუცილებელია სახელმწიფომ თავისი მოქალაქეების მიმართ ჰუმანურობა გამოიჩინოს!

პატივისცემით,

პოლიტიკური მოძრაობა “ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი

ლეონიდ ჩერნოვეცკი“ - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42