ოზურგეთის მერი სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს შეხვდა
პოლიტიკა - 16:27, 15 Mar, 2016     1296
ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ადგილობრივი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

როგორც ბეგლარ სიორიძემ აღნიშნა, ქალაქში ინფრაქტრუქტურის მოწესრიგების, დასუფთავების, გარე-ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების ეფექტურად და ოპერატიულად გადაჭრის მიზნით ქალაქის მერიაში სამუშაო ჯგუფი იქმნება.

სამუშაო ჯგუფი მერიის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ჯგუფის საქმიანობის მთავარი მიზანი ქალაქში არსებული პრობლემების სამართლებრივ ჩარჩოში და ეფექტურად გადაჭრა გახლავთ.

ქალაქის მერის განცხადებით, ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას ზემოთხსენებული მიმართულებებით არსებული პრობლემები და ამ მიზნის მისაღწევად ქალაქის მერია ყველა უწყებას თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს.

სამუშაო შეხვედრას გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი თემურ სხირტლაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი, საგადასახადო ინსპექციის ოზურგეთის სერვის-ცენტრის უფროსი კახა კოსტავა, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს უფროსი პაატა ლომთაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი ემზარ ვაშალომიძე, ‘’ენერგო-პრო ჯორჯია’’-ს ოზურგეთის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი გია ნაკაიძე, ‘’სოკარ ჯორჯია გაზი’’ - ს სამეგრელო-გურიის რეგიონული ოფისის ოზურგეთის სერვის-ცენტრის მთავარი ინჟინერი გია ჩხატარაშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული სერვის-ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით კიკვაძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42