პრემიერის დავალებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა
პოლიტიკა - 16:10, 15 Mar, 2016     1208

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, კამპანიაში - „ეს შენ გეხება" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მომხდარს სახელმწიფოზე დარტყმად აფასებენ და გამოთქვამენ სურვილს, პრემიერ-მინისტრს გააცნონ თავიანთი მოსაზრებები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შემდგომი გავრცელების პრევენციისა და საგამოძიებო ორგანოების მეტი ეფექტურობის მიმართულებით.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის მყისიერ რეაგირებას, ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, მიესალმებიან და მიიჩნევენ, მნიშვნელოვანია, რომ გიორგი კვირიკაშვილის, როგორც მთავრობის მეთაურის ჩართულობა ამ პროცესში გაგრძელდეს.

„ეს შენ გეხება" საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის წინადადებითაც გამოდის. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ეს გამოძიების ეფექტურობას გაზრდის და პროცესისადმი ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებებს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება შეხვედრასთან დაკავშირებით.

შალვა თადუმაძემ არასამთავრობოებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა გამოძიების პროცესში ყველა იმ ორგანიზაციისა თუ ჯგუფის ჩართვასთან დაკავშირებით, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42