თბილისის მერია საბიუჯეტო ხარჯების გაფლანგვასთან დაკავშირებით ენმ-ს ბრალდებებს ეხმაურება
პოლიტიკა - 15:49, 15 Mar, 2016     1123

თბილისის მერია ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება.

"დღეს, ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მთავრობის მისამართით გაჟღერდა ბრალდებები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები აპელირებენ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ზღვრული ფასების მიუთითებლობაზე და ამბობენ, რომ აღნიშნული საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას უკავშირდება.

იმისათვის, რომ საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი განვმარტავთ, რომ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ხარჯთაღრიცხვის პოზიციების ერთეულების ზღვრული ფასების მითითებით პირველად 2016 წლის იანვარში გამოცხადდა. შესაბამისად, ტენდერებში აღნიშნული ზღვრული ფასების მითითების პრაქტიკა, სწორედ, დედაქალაქის ახალმა მთავრობამ დანერგა და წინა ხელისუფლების დროს ქალაქ თბილისის მერიის მიერ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში არასოდეს ყოფილა გამოყენებული.

ამასთან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ტენდერში ზღვრული ფასის მითითება სავალდებულო არ არის და თითოეული შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია.

შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ბრალდებები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42