„თავისუფალი დემოკრატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა - 15:27, 15 Mar, 2016     3012
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან ,,თავისუფალი დემოკრატები“. ალასანიას გუნდი მიიჩნევს, რომ სიტუაციის განმუხტვაში გადამწყვეტი როლი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ენიჭებათ. ,,თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეგავლენებისგან. განცხადებას ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

,,ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უკიდურესად იძაბება. რამდენჯერმე საქმე სტუდენტთა კონფლიქტამდე მივიდა. მშვიდობიანი პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება სტუდენტების უფლებაა, თუმცა დაუშვებელია, უნივერსიტეტი სხვადასხვა ჯგუფის ხისტი დაპირისპირების ასპარეზად იქცეს.

სიტუაციის განმუხტვაში გადამწყვეტი როლი პროფესორ-მასწავლებლებს და თავად სტუდენტებს ენიჭებათ. ვიმედოვნებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მოძებნიან რესურსს კონფლიქტის ცივილიზებული, მოლაპარაკების გზით გადასაჭრელად და უახლოეს მომავალში პროცესები დისკუსიის რეჟიმში წარიმართება.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უნივერსიტეტს ყოველთვის ეჭირა განსაკუთრებული ადგილი. ჩვენ გვჯერა, მომავალი თაობისა და მივესალმებით, მათ ბრძოლას, რომელიც უნივერსიტეტის გაჯანსაღებისკენ უნდა იყოს მიმართული.

ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“აქტიურად ვაკვირდებით უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა შეგნებულად არ ვერევით მასში, რადგან დაუშვებლად მიგვაჩნია პროცესის პოლიტიზება; მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც, თავი შეიკავონ უნივერსიტეტის შიდა საქმეებში ჩარევისაგან.

უნივერსიტეტი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეგავლენებისგან.

აქვე გვინდა, უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურს და სამართალდამცველებს მოვუწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით დაიცვან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ყოველგვარი პროვოკაციებისგან“ - ნათქვამია ,,თავისუფალი დემოკრატები“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42