როგორც "ნიუპოსტს" დაკავებულის მეუღლემ ლალი ლუკავამ განუცხადა, მისი ქმარი რუსების მოთხოვნით ისევ უკან ციხეში შეაბრუნეს.
აქციის მონაწილეები სიცრუეს უწოდებენ მინისტრის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ლუკავამ შეწყალებაზე უარი თავად განაცხადა.
"ზაქარეიშვილმა გორის ტერაქტში ბრალდებული პატიმრები, რომელსაც უმძიმესი დანაშაული ედებოდათ ბრალად და უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი გაცვალა ისეთებზე, რომლებსაც ნაკლებად მძიმე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მაგალითად არაჟნის გადმოტანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩემი ქმარი კი მეომარია როგორც ირკვევა ის თავიდან ჩასვეს სიაში თუმცა შემდეგ უკან შეაბრუნეს. ვეჭვობ რომ მისი გაცვლა უნდათ ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირის სანაცვლოდ"- აცხადებს ლალი ლუკავა.
კანცელარიის წინ შეკრებილები ამბობენ, რომ ეს პირი ტერაქტისთვის გასამართლებული მერაბ ყოლბაია იგივე "კოჭოიაა".
თბილისმა, ცხინვალმა და სოხუმმა პატიმრები გაცვალეს. 14 ქართველი უკანონო პატიმარი 4-ის სანაცვლოდ გასულ კვირას გათავისუფლდა.
საქართველოს მიერ გადაცემულ პატიმართა შორის სამი 2005 წლის გორის ტერაქტში იყო ბრალდებული და მათ უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
ზაქრეიშვილის უწყების ცნობით გიორგი ლუკავამ შეწყალწყალებაზე უარი თავად თქვა.
მასალის გამოყენების პირობები






