პირადი თავისუფლების აქტი - ენმ-ის საკანონმდებლო ინიციატივა
პოლიტიკა - 12:39, 15 Mar, 2016     823

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც ფარულ მიყურადებასა და ვიდე თვალთვალს ეხება.

აღნიშნული ინიციატივა დღეს ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა გააცნო.

პირადი თავისუფლების აქტი ოთხი პრინციპისგან შედგება:

1. გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი (ყოფილი კუდი)

· მხოლოდ კონტრდაზვერვითი, ანტიტერორისტული და ესქტრემისტული დანაშულის ბრძოლის მიზნით უნდა შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო

· პოლიტიკური პოლიცია უნდა გაუქმდეს - პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური ფიგურების, პარტიების ოფისების და პოლიტიკური შინაარსის მქონე საქმიანობის კონტროლი, თვალთვალი და მოსმენები უნდა აიკრძალოს

· სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა ექვემდებარებოდეს პრემიერ მინისტრს და სააგენტოს საქმიანობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს საქართველოს მთავრობას. სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა ექვემდებარებოდეს ეფექტურ საპარლამენტო კონტროლს.

· ოდეერების ინსტიტუტი კანონით უნდა გაუქმდეს

· შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და მათ შემადგენლობაში შემავალი ცალკეული დეპარტამენტების დებულებებს უნდა ამტკიცებდეს პარლამენტი

2. ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტის რეფორმა

· მოსმენების შესახებ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა „ეს შენ გეხებას“ საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, რათა ფარული მიყურადების, მოსმენების გასაღები გადაეცეს მხოლოდ საერთო სასამართლოებს, მათ შორის გადაუდებელი მოსმენების შემთხვევაშიც გამოირიცხოს უკანონო მიყურადება

· დღეს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა დარჩენილი ინტერნეტ აქტივობის და ინტერნეტ კომუნიკაციის მონიტორინგის ფარგლები კანონით უნდა დარეგულირდეს, რათა გამოირიცხოს ინტერნეტ-კომუნიკაციის უკანონო თვალთვალი

· უნდა გამკაცრდეს პასუხისმგებლობა სამართალდამცავების მხრიდან კანონდარღვევით პირადი შინაარსის შემცველი ინფორმაციის შეგროვება-შენახვა-გავრცელებაზე ან სხგვარინ უკანონო მიყურადება და თვალთვალის წარმოების დავალების გაცემასა ან/და შესრულებაზე

3. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა

· უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რათა გამოირიცხოს სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების დაუსჯელობა თანამდებობრივი დანაშაულებისთვის. ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ წამებას, არაადამიანურ და სხვა ძალადობრივ მოპყრობას, არამედ ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს

· ეს მექანიზმი უნდა შეიქმნას სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით და ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის წინაშე

4. სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება

· პარლამენტის თავდავცვის და უშიშროების კომიტეტის უფლებამოსილება უნდა გაიზრდოს სპეცსამსახურების კონტროლის, მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების სფეროში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42