პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოების გავრცელებას ევროკავშირის ელჩი გმობს. იანოშ ჰერმანი მიესალმება საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიან პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ აღარ გავრცელდეს ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები:
„საზოგადოება ასეთი მასალის გამოქვეყნებით შოკირებულია. მეც შოკირებული ვარ, რომ ასეთი მასალები დაიდო. სრულად ვეთანხმები საზოგადოების აზრს, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა შედის საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების პრიორიტეტბში. სიმართლე გითხრათ არ მსურს ამ თემაზე ბევრი ვისაუბრო. კარგია, რომ საზოგადოების მხრიდან ეთიანობა იყო გამოხატული ასეთი მასალების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. გაერთიანდა როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე მთელი საზოგადოება, სასურველი იქნება, რომ მსგავსი ერთიანობა ასეთი საკითხის მიმართ მომავალშიც იყოს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მასალის გამოყენების პირობები






