"ხელისუფლება ხელს უწყობს და ახალისებს ასეთ შემთხვევებს"- NGO-ები ფარულ კადრებზე
პოლიტიკა - 11:56, 15 Mar, 2016     1631
ინტერნეტსივრცეში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გამოქვეყნებას არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებით ეხმაურებიან და სამართალდამცავ ორგანოებს დროული გამოძიებისკენ და მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისკენ , ხოლო მედიას აღნიშნული კადრების გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. არასამთავრობოების განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების გამოქვეყნების ფაქტებმა და პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშანტაჟების მცდელობამ უკიდურესად შემაშფოთებელიხასიათი მიიღო, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, რომლის უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ხელისუფლების მოვალეობაა.

2016 წლის 11 მარტს გავრცელდა სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოყვა. 14 მარტს კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან ერთად, შეიცავდა მუქარას და შანტაჟს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტისადმი, რომ თუ ისინი 31 მარტამდე არ დატოვებდნენ თანამდებობებს, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროებაც მოხდებოდა. 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.

ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა 10 მარტს კოალიცია "ქართული ოცნება - მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გაკეთებული განცხადება, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასთან დაპირისპირებას შეეხებოდა: "ერთი სიტყვით, ჩვენ არ ვაკეთებთ რეაგირებას პატარ-პატარა ქმედებებზე, მაგრამ თუ ამ ზღვარს გადავლენ, იმდენი მასალა შეიძლება დავდოთ თქვენთან და პრესაში, რომ ალბათ, არ იქნებიან კმაყოფილები ისინი".

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში არაერთმა საჯარო და საზოგადოებისათვის ცნობილმა პირმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით მათი დაშანტაჟება ხდებოდა. აღნიშნულზე 2013 წელს საუბრობდა მოსამართლის თანაშემწე, 2015 წელს - მსჯავრდებულთა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისგენერალური დირეტორი, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე. საგულისხმოა ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების გამოქვეყნება, ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება და ა.შ.

არცერთ მსგავს ფაქტზე სამართლადამცავ ორგანოებს ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენიათ. ამგვარად, შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს, ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო შემდგომ მხოლოდ ერთწლიანი პირობითი სასჯელით შემოიფარგლა. გ. ხვედელიძეს პროკურატურამ ქვეყნის დროებით დატოვების უფლებაც კი მისცა. ხვედელიძის მიერ ჩადენილ დანაშაულზე სახელმწიფოს რეაგირებასთან დაკავშირებით მთავრობის წევრები, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდნენ, რომ ეს ნაბიჯი „პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ძალიან კარგი პრეცედენტია“.

აქვე აუცილებელია ხაზი გაესვას 2015 წლის 19 ოქტომბერს ზუგდიდის და თბილისის ცენტრებში გამართული წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებას, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და რომელიც, საბოლოო ჯამში, ასევე მიმაზანმიმართული იყო ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ.

მსგავსი ფაქტების სიმრავლე და მათზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ხელისუფლება, როგორც მინიმუმ, ხელს უწყობს და ახალისებს ასეთ შემთხვევებს. საბოლოოდ ასეთი მდგომარეობა საზოგადოებაში აჩენს დაუცველობის განცდას და მას ნდობას უკარგავს სახელმწიფო ორგანოების მიმართ.

აღნიშნულ კონტექსტში დღეს მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ეჭვს, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია ოპოზიციისა წარმომადგენლების და ცალკეული პირების ამგვარი მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკური დისკრედიტაციისაკენ.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ფარული კადრებით ჟურნალისტების დაშანტაჟების მცდელობა, რასაც შესაძლოა, გამყინავი ეფექტი ჰქონდეს ცალკეული ჟურნალისტების მიერ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე.

საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და მისი ევროპულ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა წარიმართოს. ეს წინაპირობა კი ვერ იქნება მიღწეული, თუ საარჩევნო პროცესის მონაწილე სუბიექტები - პოლიტიკური კლასი და მედიის წარმომადგენლები პერმანენტული შანტაჟის პირობებში იქნებიან.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება მათზე;

გატარდეს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები მსგავსი სამართალდარღვევების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით;

მოვუწოდებთ ყველა მედიას, არ დაუშვან კადრების გასაჯაროება და არ დაასახელონ კადრებში სავარაუდოდ ასახული პირების ვინაობა."- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, LGBT საქართველო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42