რექტორმა და აკადემიურმა საბჭომ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ - გია ჟორჟოლიანი
პოლიტიკა - 20:48, 14 Mar, 2016     1720

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სერიოზული კორექტირება სჭირდება განათლების სახელმწიფო პოლიტიკას. სრულად გასაზიარებელია პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ განათლების სფეროს გამოცხადება ქვეყნის შემდგომი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

„ამავდროულად, სრულად ვიზიარებ სტუდენტთა გულისტკივილს უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მივესალმები მათ აქტიურ ბრძოლას ვითარების შესაცვლელად. თუმცა მივიჩენევ, რომ პრობლემა კიდევ უფრო ღრმა და მასშტაბურია, ვიდრე სტუდენტების მიერ თავისთავად სამართლიანად დასმული მოთხოვნები.

სამწუხაროდ, უნივერსიტეტში ვერ მოხერხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარული და რეპრესიული პოლიტიკის პირობებში ჩამოყალიბებული მძიმე მემკვიდრეობისა და ინერციის დაძლევა. არ განხორციელდა არც ინსტიტუციური და არც საჭირო პერსონალური ცვლილებები. ხშირად გადაწყვეტილების მიმღები პირები ხელმძღვანელობენ კონიუნქტურული, კერძო და არაპრინციპული მოსაზრებებით. შედეგად, აკადემიური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინეტერესები უკანა პლანზე გადადის. ჩვენი უპირველესი განათლების კერა, რომელმაც მეოცე საუკუნეში უზრუნველყო ქართული სამეცნიერო და შემოქმედებითი აზრის, ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება, დღეს ვერ ახერხებს უპასუხოს თანამედროვეობის გამოწვევებს და ჩამოყალიბდეს როგორც მოდერნული, განვითარებაზე ორიენტირებული განათლებისა და კვლევის ინსტიტუტი. ვფიქრობ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მზად არ აღმოჩნდა ესოდენ აუცილებელი რადიკალური ცვლილებებისათვის. ამ ურთულეს ვითარებაში, აუცილებელია როგორც აკადემიურმა საბჭომ, ასევე რექტორმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.

სერიოზული კორექტირება სჭირდება განათლების სახელმწიფო პოლიტიკას. სრულად გასაზიარებელია პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ განათლების სფეროს გამოცხადება ქვეყნის შემდგომი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

ვიმედოვნებ, რომ განათლების სფეროს რადიკალური რეფორმის შემუშავებასა და შემდგომ რეალიზებაში ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ჩაერთვება სტუდენტობა, პროფესორ-მასწავლებლები და მთელი საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზოგადოებას შესწევს ამის ძალა, და რომ ყველა ერთად წარმატებას მივაღწევთ განათლების სისტემის არსებითი რეფორმის საქმეში“,-ნათქვამია გია ჟროჟოლიანის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42