,,ეს არის თვითმკველობამდე მიყავნა, რაც ამ კადრების გამოქვეყნებით ხდება, ასეთი მუხლი არსებობს კანონში. ნუ კეკლუცობს უმრავლესობა, ხელისუფლება ვერ მართავს ქვეყანას, ხელიდან გაექცა სადავეები ან ვერ მართავს“ - განაცხადა ჩარკვიანმა ტვ ,,პირველის“ ეთერში ინგა გრიგოლიასთან.
თაკო ჩარკვიანი ფიქრობს, რომ დღეს ქვეყანაში ადგილი აქვს პრორუსული ძალების მიზანმიმართულ მომძლავრებას, მისი თქმით, ამ კადრების გავრცელებაში რუსული ,,გერეუს“ ხელწერაა.
,,მე მქონდა ინფორმაცია, რომ პარლამენტში მზადდებოდა ხავერდოვანი რევოლუცია, რომ დასავლური ძალა რუსული ძალით შიეცვალოს. ქართულ ოცნებაში რომ პრორუსული ძალაა, მათთან გარიგებით ხდებოდა და არცერთ მათგანს არ დაუმალავს, რომ ისინი ქვეყანას მიათრევენ უფსკურლისკენ. მე უფსკრულს ვუწოდებ რუსულ ადმინისტრაციას. დარტყმას იღებს მომავალი თაობა და თუ გადატეხეს მათ ჩვენი შვილები წელში, ჩვენ მივიღებთ წელგადატეხილ ,,გუდუნას“ თაობას.
გადახედეთ პოლიტიკკურ სპექტრს, ხომ არ იღებენ კვლავ დარტყმას დასავური ორიენტაციის პოლიტიკოსები, მე ჩემი ეჭვი მაქვს რომ ეს არის ,,გერეუს“ ხელწერა“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






