პოლიტიკაში ბრძოლის რუსული მეთოდი - ,,ასეთი კადრებით დასავლურ საზოგადოებაზე გავლენას ვერ მოახდენ“
პოლიტიკა - 17:09, 14 Mar, 2016     1773
უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში საქარველო მოიცვა მორიგმა სკანდალმა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო კადრების ინტერნეტსივრცეში განთავსებას უკავშირდება. 11 მარტს youtube-ზე გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები, რამაც საზოგადოებაში, სრულიად მედიასა და პოლიტიკურ სივრცეში პროტესტი გამოიწვია.

ვიდეოკადრები დაიბლიკა და მალევე წაიშალა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რომელიც პირადი საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს.

სენსიტიური საკითხი გაცილებით გაამძაფრა იმავე მეთოდის გამეორებამ დღეს დილით, კვლავ youtube-ს საშუალებით, ასეთივე შინაარსის მქონე ვიდეომასალის გავრცელებამ და მუქარამ, ერთგვარმა ანონსმა იმის შესახებ, რომ ინტერნეტ სივრცეში უახლოეს მომავალში სხვა პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებსა თუ საჯარო პირებზე გავრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრები.

„ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელმაც ამბობს, რომ ეს პროცესი არის ამაზრზენი, მაგრამ არსებული სიტუაციის ლოგიკური გაგრძელება:

„სამწუხაროდ, ქვეყანა 2012 წლის შემდეგ შევიდა სპირალში, რომელსაც ჰქვია ამაზრზენ მორალთან ახლოს მდგომი ხალხის დომინაცია. 2012 წელს, პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში, მოხდა ის, რაც ხდებოდა რუსეთში 90-იან წლებში.

2012 წლის არჩევნების შემდეგ თქვენს სააგენტოსთან მქონდა ინტერვიუ, როდესაც მე ვთქვი, რომ ამ კომპრომატების, ამ ფარული ჩანაწერების პროცესი გაგრძელდება, გაგრძელდება იმის გამო, რომ ხალხმა რომელმაც ეს დაიწყო, სხვა არაფერი იცის, მხოლოდ იცის ასეთი მეთოდებით მუშაობა, ასეთი მეთოდებით ქვეყნის განადგურება, ეს არის ძალიან სამწუხარო, ეს არის ძალიან ამაზრზენი, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ლოგიკური ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ.

ბოლო თითქმის 4 წლის განმავლობაში, მთელი საქართველო ხედავს ფარულ ჩანაწერებს, ამაზრზენ ამბებს, ხალხის პირად ცხოვრებაში ჩარევას, მოსმენებს და ასე შემდეგ“, - განაცხადა შაშკინმა.

მისივე თქმით მსგავსი მეთოდებით ბრძოლა დამახასიათებელია რუსეთის ფედერაციისთვის და ხელწერის ამოცნობა მარტივია:

„სხვადასხვა ქვეყნებში მინახავს პოლიტიკური ლანდშაფტი, ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ასეთი მეთოდებით პოლიტიკაში იბრძვიან, ეს არის რუსეთი. ის ხალხი, რომელიც ამას აკეთებს, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, არ მინდა შეთქმულების თეორიებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ როგორც მასწავლებელს შეუძლია კალიგრაფიით მიხვდეს ვისი დაწერილია თავისი მოსწავლეებიდან რაიმე, ასევე ამ კალიგრააფით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის რუსული ხელნაწერი, ამ ტექნოლოგიებით, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევით ამაზრზენი რაღაცების გამოქვეყნება. ამავდროულად, ეს არის ლოგიკური შედეგი იმისა, რომ 4 წლის განმავლობაში არ იყო გამოძიებული არც ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, არ იყო გამოძეიბული არც პოლიტიკოსების ცემა და სხვა ამაზრზენი რაღაცები.

ბუკა პეტრიაშვილზე თავდასხმა იყო ლოგიკური გაგრძელება ზურა ჭიაბერაშვილზე, ნუგზარ წიკლაურზე, ჩიორა თაქთაქიშვილზე თავდასხმისა. ეს ჩანაწერები არის ლოგიკური გაგრძელება იმ ჰაკიმ ფაშას ვიდეოებისა და სხვა ჩანაწერების, რომლებიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა“, - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ IT დანაშაულის შემთხვევაში, პირი, რომელიც კანონს არღვევს აუცილებლად ტოვებს გარკვეულ კვალს, ხოლო თუ შესაბამის სამსახურებს არ შეუძლიათ კონკრეტული სამუშაოების წარმოება, მათ უნდა მიმართონ პარტნიორ ქვეყნებს დახმარებისთვის:

„მე არ ვიცი შიდა სამზარეულო, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ფაქტი არის ერთი, IT დანაშაული არის ძალიან მარტივად გასახსნელი. ის ვინც ეს დადო, არ ტოვებს დიდი ჰაკერის შთაბეჭდილებას. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასეთ რაღაცებს აკეთებს, ტოვებს კვალს. რამდენიმე დღე გავიდა, გამოძიება დუმს, გამოძიება არ ამბობს რა ქვეყნიდან, საიდან იყო ატვირთული. თუ არ შეუძლიათ, მინდა ვთხოვო მიმართონ ჩვენს პარტნიორებს, სთხოვონ დახმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე გაცილებით პროფესიონალები არიან IT ტექნოლოგიებში. ეს პროცესი არ გაჩერდება, ამის ერთადერთი მიზანი არის ქვეყანაში ქაოსის შექმნა, როდესაც ამას უყურებენ ბავშვები, მათი ოჯახის წევრები, ეს პრობლემატური არის იმ თვალსაზრისით, რომ ჰგონიათ, ამით პრობლემას შექმნიან“, - განმარტავს შაშკინი.

მისივე თქმით აღნიშნული პროცესი ქვეყანაში შექმნილ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს უკავშირდება:

„არ უნდა იყო ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი, რომ მიხვდე - ეს ყველაფერი უკავშირდება იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციას, რომელიც არის ქვეყანაში. ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, ეს არავინ უარყოს. ამ ფონზე, ბუნებრივია ეს ყველაფერი არსებულ ვითარებას და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, ეს ასე არ გაჩერდება“, - აღნიშნავს იგი.

არსებული პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ რატომღაც საქართველოში საზოგადოების გარკვეული სეგმენტი მიიჩნევს, რომ ინტიმური და პირადი ცხოვრების ქონა დანაშაული და სირცხვილია:

„პარალელურად, ამაზე არავინ არ საუბრობს, ასეთი კადრების გაშვება, ინტიმური პირადი ცხოვრებიდან, კიდევე ერთ პრობლემაზე მიუთითებს ქვეყანაში, რომელიც უკავშირდება სექსს. არ ვიცი რაზე არის ეს გათვლილი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ სექსი არის აკრძალული ამ ქვეყანაში, ამას საბჭოთა კავშირში ამბობდნენ, რომ სექსი არ იყო. ეს რუსეთს ახასიათებს, არცერთ სხვა ქვეყანაში, დასავლეთში ასეთი კადრები რომ აჩვენოთ არავითარ ზეგავლენას ხალხზე არ მოახდენს. ინტიმური ცხოვრება ყველა ადამიანს გააჩნია. ეს ახასიათებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის რუსეთი, საქართველო - სადაც რატომღაც არის მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი, რომელსაც ჰგონია, რომ ეს არიც ცუდი. როდესაც ადამიანს სექსუალური ცხოვრება აქვს, ამაში ცუდი არაფერი არ არის“, - აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42