"100 %-ით დარწმუნებული გეუბნებით, რომ იღებენ ახალ ვიდეო კადრებს"- ირაკლი ალასანია
პოლიტიკა - 17:03, 14 Mar, 2016     12513
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ფარულ კადრებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას დადებითად და ადეკვატურად აფასებს. ალასანიამ გამბედაობა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასაც შეუქო და აღნიშნა, რომ შანტაჟზე ინგა გრიგოლიამ სწორი პასუხი გასცა.

„ჩვენ ქვეყანაში აშკარად პიკში შევიდა დაპირისპირება ბნელ, წარსულ , 90-იანების მენტალიტეტში ჩარჩენილ საზოგადოების ნაწილსა და პროგრესულ საქართველოს შორის. საზოგადოების პოლარიზაციისთვის იყენებენ საარჩევნო სივრცეს. მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ დროს, რომ ესეთი რამე ეკადროს ხელისუფლებაში მყოფ ძალას.სპეცსამსახურები პოლიტიკურ ოპოზიციას და ჟურნალისტებს ასეთი ჩანაწერებით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მე არ მახსენდება, რომ ასეთი ვიდეოჩანაწერები მასიური მოხმარებისთვის გამოეტანათ. 2012 წელს მოსული ხელისუფლება სრულიად უუნარო აღმოჩნდა იმ მთავარი დაპირების შესრულებაში, რასაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ჰქვია.“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

ალასანიას თქმით პოლო პერიოდის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი პოლიტიკური ცხოვრების კონტურები გამოიკვეთა და პრემიერის, პრეზიდენტის და ოპოზიციის ურთიერთობაში გარკვეული პოზიტივი შეინიშნებოდა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით გარკვეულ ძალას სწორედ ეს დადებითი ძვრები არ მოსწონს და ცდილობს, რომ ქვეყანაში არეულობა შეიტანონ.

ალასანიას თქმით თუ საზოგადოება შანტაჟს დამორჩილება და ამ მოვლენების წინააღმდეგ არ გაერტიანდება, ეს პროცესები დემოკრატიას და სახელმწიფოს წალეკავს.

„ჩვენს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არსებობს და ამ მმართველობის ქვეშაა სპეცსამსახურები. 100 %-ით დარწმუნებული გეუბნებით, რომ იღებენ ახალ ვიდეო კადრებს, და სპეცსამსახურები ამ მიმართულებით მუშაობენ. თითქოს პასუხისმგებლობიდან განრიდებულია გარკვეული ჯგუფები, ფარცხალაძის მხრიდან არაფორმალურად იმართება პროკურატურა. არაფორმალურად იმართება უშიშორების სამსახურიც. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ გარკვეული ძალები პრემიერ-მინისტრის და შსს მინისტრის გვერდის ავლით ახორციელებენ საზოგადოების მორალურ ტერორს.“- განაცხადა ირაკლი ალასნაიამ.

ალასანიას თქმით ხელისუფლებას არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი მართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42