პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას მონიტორინგს გაუწევს
პოლიტიკა - 14:46, 14 Mar, 2016     1448
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს.

გიორგი მარგველაშვილის მრჩევლებმა კახა კოჟორიძემ და სოფიო შამანიდმა დღეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა და დაპირისპირებული სტუდენტების ორივე ჯგუფს დიალოგისკენ მოუწოდეს. როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება. „ჩვენი დღევანდელი აქ მოსვლის მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ხელი შეგვეწყო დიალოგისთვის და ის გარემო, რომელიც შეიძლება რაღაც გარკვეულ რისკებს ქმნიდეს გარკვეული დაპირისპირებების, დიალოგის რეჟიმში გადაიზარდოს. ასევე დამატებით ვიტყვი იმას, რომ უნივერსიტეტში, კიდევ ერთხელ ცხადია იქნება აზრთა სხვადასხვაობები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სტუდენტების ორივე ჯგუფს აქვს მთელი რიგი საერთო საკითხები. მაგალითად ის რომ მიუღებელია ოდეერის ინსტიტუტის არსებობა უნივერსიტეტში, ეს მათი საერთო პოზიციაა, ამიტომ კარგი იქნება თუ ისინი შეეცდებიან მონახონ არა ის საკითხები რაც ერთმანეთისაგნ განასხვავებებს, არამედ ის საკითხები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი პოზიციის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ. სოფიო შამანიდის განცხადებით ის რჩება აქციაზე და დააკვირდება პროცესს, პრეზიდენტის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ აქცია მშვიდობით დასრულდება და სტუდენტებს შორის მოხდება შეთანხმება. პრეზიდენტის მრჩევლები გასულ კვირას უკვე შეხვდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციის მონაწილე სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატურად გიორგი გაფრინდაშვილის წარდგენას აპროტესტებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42