„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობს. კილაძემ „პირველი TV“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა უთხრას არა რუსული ინტრიგების გავლენებს:
„დიახ, ქრონიკა +-ის წინააღმდეგ იგეგემებოდა ბინძური პროვოკაცია, როდესაც მოქალაქე გელა ღურცკაიამ მოიტანა ერთერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. ამის შემდეგ წავედით პროკურატურაში, ეს პიროვნება დააკავეს, ამ დანაშაულის გახსნის თაობაზე არ გაკეთებულა განცხადება, გელა ღურცკაიამ სავარაუდოდ დაასახელა ის პირები, რომლებიც ამ დანაშაულში მონაწილეობდა, ის იყო უბრალოდ კურიერა.
შემდეგ ჩავატარე პრესკონფერენცია, მაგრამ მე დაკითხული არ ვყოფილვარ და არ დაინეტერსებულან ინ ინფორმაციით, რომელიც მე მქონდა. ძალიან მარტივი იყო ამ ადამიანების დაკავება, მაგრამ რეალური სამუშაოები არ ჩატარებულა.
ჩემს შესახებ ვრცელდება მოგონილი ინფორმაციები კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, ამას ხელმძღვანელობს თამაზ თამაზაშვილი.
არსებობს საინფორმაციო სააგენტო „მარშალ პრესი“, სადაც რეგულარულად ვრცელდება ასეთი ინფორმაციები და ანონსები. ეს არის ქვეყნის არევის გეგმა.
მე მინდა მივმართო საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ჩამოიღეთ თაროდან ის ჩანაწერები, რომლებიც ორი წლის წინ მოვიტანე. ეს არის აუდიო ჩანაწერები, სადაც ერთი კონკრეტული ოფისის, ლევან ჩიტაძის ოფისის თანამშრომლები ადასტურებენ იმას, რომ გიორგი ფარესიშვილის ვიდეო მასალის ატვირთვა მოხდა ამ ოფისიდან და იქ არის დასახელებული თამაზ თამაზაშვილი, კოკა ყანდიაშვილი.
გამოძიების ნაცვლად მოხდა ის, რომ ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, გოჩა ნაჭყებია, ე.წ. ჟურნალისტი წაიყვანეს და ლადო ბედუკაძის საინფორმაციო სააგენტოში მთავარ რედაქტორად დანიშნეს და გააჩუმეს.
ეს იყო მიზანმიმართული პროცესი, რომ არ გამოძიებულიყო ეს საქმე თავის დროზე, რომელიც ხვედელიძეს დააბრალეს.
მე მინდა ვიყო ობიექტური, დღეს სუს-ის უფროსი არის პირი, რომელიც მუშაობდა კუდ-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, რომელმაც მიიღო მონაწილეობა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გადაღებაში და მიიღო მაღალი პრემია ახალაიას მმართველობისას.
გამოიღვიძეთ, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძალიან მძიმე პროვოკაცია, ამოცანა საბოლოო ჯამში გახლავთ ის, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით არ მივიდეთ არჩევნებამდე. ქვეყნის სპეცსამსახურმა უნდა გაიღვიძოს და საზოგადოებამ უნდა უთხრას არა რუსულ პოლიტიკას, რუსულ პოლიტიკურ ინტიგრებს და იმ თამაშებს, რომელიც დღეს არის დაწყებული ქვეყანაში“, - განაცხადა ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






