„ჩვენი მთავარი მიზანი არის კანონიერების აღდგენა უნივერსიტეტში, სენატის თუ აკადემიური საბჭოს აღდგენა და რაც მთავარია, პასუხი გვაინტერესებს იმ კითხვებზე, რომელიც გაჟღერდა აქციაზე. ბატონი ვლადიმერ პაპავა აცხადებს, რომ არსებობდა უშიშროების თანამშრომელი და რატომ მოსვლის დღიდან არ გაჟღერდა და არ ითქვა? ეს იყო არასწორად გათვლილი მენეჯმენტი ბატონი ვლადიმერისგან, როდესაც უნივერსიტეტში ამხელა პრობლემა არსებობს ცეცხლზე ნავთი არ უნდა დავასხათ. ლექტორი და კანცლერის თანაშემწე არანაირ კონტაქტში არიყვნენ ერთმანეთთან მთელი სამი წლის მანძილზე, ეს პროტესტი არის ჩვენი. უნივერსიტეტში ყველა პროცესი უნდა წარიმართოს კანონის მიხედვით. სტუდნტური თვითმართველობა მოუწოდებს ყველას სიმშვიდისკენ და სანამ ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, ჩვენ აქ ვიქნებით კანცლერის კაბინენთან და მაქსიმალურად ვეცდებით ეს იყოს მშვდობიანი სანამ არ დაისჯებიან და პასუხს არ აგებენ კონკრეტული პირები ყველა იმ პრობლემაზე რაც უნივერსიტეტში არსებობს“ - აცხადებს სტუდენტური თვითმართველოს თავმჯდომარე ბახვა კვირიკაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






